"აბსურდია, რასაც მურუსიძე ამბობს, რომ ის კეთილსინდისიერია" - ყოფილი მოსამართლეები სასამართლო რეფორმის საჭიროებაზე

04.03.24 13:18
"აბსურდია, რასაც მურუსიძე ამბობს, რომ ის კეთილსინდისიერია" - ყოფილი მოსამართლეები სასამართლო რეფორმის საჭიროებაზე

ლევან მურუსიძის ინტერვიუ "ტვ პირველთან" ქვეყანაში განხილვის საგნად იქცა - სასამართლო კლანის ბოსის განცხადების შემდეგ ყოფილი მოსამართლეები ალაპარაკდნენ. რატომ ეშინია მურუსიძეს რომ მისი კეთილსინდისიერება და კლანის წევრი სხვა მოსამართლეების პატიოსნება სპეციალურმა  კომისიამ შეასრულეს - კლანს გავლენის დაკარგვა არ უნდა, მაგრამ თუ რეპუტაციაშელახული მოსამართლეები სისტემას არ დატოვებენ სასამართლო საზოგადოებაში დაკარგულ ნდობას ვერ აღიდგენს.

საერთაშორისო ექსპერტები, პირიქით, აქეთ გვთავაზობენ თავიანთ გამოცდილებას და ისინი გვეუბნებიან, ჩვენი ღირებულებები წაიღეთ და თქვენს ქვეყანაში იგივე გააკეთეთ, რაც ჩვენთან მოგწონთ.
ის, რასაც მურუსიძე ამბობს, რომ ის კეთილსინდისიერია და იმიტომ ებრძვიან, რომ მოიცილონ, ეს აბსურდია, იმიტომ, რომ მურუსიძის კეთილსინდისიერება ჩვენ კარგად ვიცით. გავიხსენებ, მაგალითად, გოგაშვილის განცხადებას - პირი, რომელიც "ოცნების" დავალებას ასრულებდა იყო მურუსიძე და სასამართლოს ჩვენ დავკარგავდით ასეთ შემთხვევაში, ამიტომ რა დამოუკიდებლობაზე ვსაუბრობთ. ჩვენი ხელისუფლება აკეთებს იმას, რომ კლანი ჰყავს და თავისი პოლიტიკური მიზნების და ამოცანების შესასრულებლად იყენებს სასამართლო ხელისუფლებას. ყველა ხელისუფლების შტო პრაქტიკულად, ერთია და ერთი ადამიანის ინტერესს ემსახურება,“ - ამბობს თამარ ლალიაშვილი.

სასამართლო რეფორმის წარმატებული განხორციელება წარმატებული იქნება ერთ-ერთი მექანიზმის გარეშე, რასაც წარმოადგენს ვეტინგი. კეთილსინდისიერი მოქმედი მოსამართლე არც უნდა იყოს იმის წინააღმდეგი, რომ ის კითხვები, რაც არის საზოგადოებაში მოსამართლეების მიმართ, იყოს პასუხგაცემული და ის წარმოჩინდეს საზოგადოების წინაშე, როგორც დამოუკიდებელი, როგორც მიუკერძოებელი და კეთილსინდისიერი. აუცილებლად უნდა შემოვიღოთ ასეთი სისტემა, რომ არ გადაიდგას მნიშვნელოვანი ნაბიჯები, მაშინ, სავარაუდოდ, დიდი ალბათობით, უარყოფითი იქნება შეფასება,“ - ამბობს ბესო ლოლაძე. 

"სასამართლო გუშაგის" ხელმძღვანელი ნაზი ჯანეზაშვილი ფიქრობს, რომ ხელისუფლებას და თავად მოსამართლეებსაც, თუკი ისინი მართლები არიან, მოსამართლეების  კეთილსინდისიერების ტესტის გავლა არ უნდა აშინებეთ. ვინ ექვემდებარება შემოწმებას - სიაში 60-მდე მოსამართლეა. აქედან 24 უზენაეს სასამართლოშია გამწესებული. სანქცირებულ კლანის ბოსებთან ერთად არასამთავრობო სექტორი მოითხოვს პატიოსნების და კეთილსინდისიერების ტესტი ჩააბარონ ნინო ქადაგიძემ, გიორგი მიქაუტაძემ და შალვა თადუმაძემ.

მსგავსი სიახლეები