ამნისტიის შესახებ კანონპროექტის მიმართ პატიმრების იმედი არსებობს - იაგო ხვიჩია
პოლიტიკური ჯგუფის „გირჩის“ თავმჯდომარეამბობს, რომ გუშინ, ბიურომ 2 თვით გადადო პოლიტიკური ჯგუფის ინიციატივა ამნისტიასთან დაკავშირებით, რომლსაც ხელს საპარლამენტო ოპოზიციის თითქმის ყველა წარმომადგენელი აწერს.
ხალხი ელოდება ამნისტიას და ეს იმედი გააჩინა პრემიერ-მინისტრის მიერ გაკეთებულმა განცხადებამ - თქვა დეპუტატმა.
„იმ პირობებში, რომ თავს ვიწონებთ გასულ წელს მიღებული 600 კანონპროექტით, ვერ ვხვდები, რა გახდა ამ მნიშვნელოვანი კანონპროექტის განხილვა, რომელზეც ოპოზიციის კონსენსუსი არსებობს და კიდევ ორი თვით გადაიდო. მინდა, საზოგადოებამ მოახდინოს თქვენზე ზეწოლა ამ საკითხის განსახილველად, რადგან არ მსურს ეს კანონპროექტიც დაემსგავსოს იმ კანონპროექტებს, რომლებიც პარლამენტში შემოდის ოპოზიციის მხრიდან და „ქართული ოცნება“ არასდროს იხილავს. მინდა, ეს კანონპროექტი გამონაკლისი იყოს. „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტის მიმართ არსებობს პატიმრების იმედი და მოლოდინი“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
იაგო ხვიჩია მასშტაბური ამნისტიის ინიციატივით გამოდის - თუ პარლამენტი "გირჩის" ამნისტიის კანონპროექტს დაამტკიცებს, ის საქართველოს მესამე პრეზიდენტზეც გავრცელდება.
ამნისტია მძიმე ნარკოტიკის რეალიზატორებს არ შეეხებათ, თუმცა სასჯელი შეუმცირდებათ ან სრულად გათავისუფლდებიან ის ადამიანები, ვინც ციხეში მარიხუანას შენახვის ბრალდებით გაუშვეს.
ინიციატივა ეხებათ უვადო პატიმრებს და სამოხელეო დანაშაულისთვის დაკავებულებსაც.
„გირჩის“ ახალ ინიციატივას „ლელოს“ და გახარიას პარტიის გარდა თითქმის ყველა ოპოზიციური პარტია მხარს უჭერს.