ამნისტია არ არის ერთი ხელის მოსმით გასაკეთებელი საკითხი - იუსტიციის მინისტრი
მოსწონს თუ არა მასშტაბური ამნისტიის იდეა იუსტიციის მინისტრს? - რატი ბრეგაძე ამბობს, რომ პარლამენტმა ყველა რისკი უნდა გაითვალისწინოს.
მთავრობის წევრის განცხადებით, კომპლექსური დაფიქრება აუცილებელია.
ამნისტია არ არის ერთი ხელის მოსმით გასაკეთებელი საკითხი. საჭიროებს ძალიან კომპლექსურ დაფიქრებას. უნდა აიწონოს მისი დადებითი და ასევე უარყოფითი საკითხები, უნდა მოხდეს რისკების გათვლა. ყველა რისკი უნდა იყოს დაზღვეული, მათ შორის საზოგადოებრივი უსაფრთხოება. ამის შემდეგ შესაძლოა, იყოს მიღებული გადაწყვეტილება ამნისტიაზე. კონკრეტულ ფორმაზე რა თქმა უნდა იმსჯელებს საქართველოს პარლამენტი, ეს არის მათი პრეროგატივა.
იაგო ხვიჩია მასშტაბური ამნისტიის ინიციატივით გამოდის - თუ პარლამენტი "გირჩის" ამნისტიის კანონპროექტს დაამტკიცებს, ის საქართველოს მესამე პრეზიდენტზეც გავრცელდება.
ამნისტია მძიმე ნარკოტიკის რეალიზატორებს არ შეეხებათ, თუმცა სასჯელი შეუმცირდებათ ან სრულად გათავისუფლდებიან ის ადამიანები, ვინც ციხეში მარიხუანას შენახვის ბრალდებით გაუშვეს.
ინიციატივა ეხებათ უვადო პატიმრებს და სამოხელეო დანაშაულისთვის დაკავებულებსაც.
„გირჩის“ ახალ ინიციატივას „ლელოს“ და გახარიას პარტიის გარდა თითქმის ყველა ოპოზიციური პარტია მხარს უჭერს.