ის, რომ მთავრობა ვერ არწმუნებს პარტნიორებს, რომ გადმოეცეს ადეიშვილი, არის "ოცნების" ბრალი - გოგიჩაიშვილი

08.03.24 13:16
ის, რომ მთავრობა ვერ არწმუნებს პარტნიორებს, რომ გადმოეცეს ადეიშვილი, არის "ოცნების" ბრალი - გოგიჩაიშვილი

„სიტყვიერად არიან აღშფოთებული, თორემ საქმით დიდი ხანია, ივანიშვილი არის დალაგებული ადეიშვილთანაც, კეზერაშვილთანაც,“ - ამ განცხადებას ლევან გოგიჩაიშვილი აკეთებს.

გოგიჩაიშვილი „პირველებთან“ ამბობს, რომ „ოცნების“ აღშფოთება ყოფილი გენერალური პროკურორის ზურაბ ადეიშვილის ბუნდესტაგში ვიზიტთან დაკავშირებით რეალური არ არის, რადგან ივანიშვილს ადეიშვილის მიმართ "სენტიმენტები" აქვს. 

ის, რომ ხელისუფლება ვერ არწმუნებს პარტნიორებს, რომ კრიმინალი ყოფილი გენერალური პროკურორი გადმოეცეს მართლმსაჯულებას, ეს არის ხელისუფლების და ოცნების ბრალი. ბიძინა ივანიშვილს ხშირად გამოუხატავს სენტიმენტები, თბილი სიტყვები ხშირად უთქვამს ადეიშვილის მიმართ, როგორც დახურულ შეხვედრებზე, ისე საჯაროდაც აქვს ნათქვამი, რომ ერთი ორი ადეიშვილი მას რომ ჰყავდეს, არანაირი პრობლემა არ ექნებოდა, ასეთი მისი ემოციები ხშირად იწვევდა ხოლმე პროტესტს უმრავლესობის სხდომების დროს, მაგრამ ივანიშვილმა არაფერი არ შეცვალა, ყველაფერი გადმოიბარა, მანკიერი სისტემა სააკაშვილის. სიტყვიერად არიან აღშფოთებული, თორემ საქმით დიდი ხანია, ივანიშვილი არის დალაგებული ადეიშვილთანაც, კეზერაშვილთანაც,“ - ამბობს ლევან გოგიჩაიშვილი.

ადეიშვილის ბუნდესტაგში ვიზიტი "ქართულმა ოცნებამ" პარტნიორებზე იერიშის მისატანად გამოიყენა - "ბუნდესტაგში ადეიშვილის საპატიო სტატუსით სტუმრობა არ შეშვენის არც ბუნდესტაგს და არც ქართულ-გერმანულ ურთიერთობას" - ამბობს სარჯველაძე.

"ოცნების" იერიშს უპასუხეს ევროკავშირის წარმომადგენლობაშიც - 

"შეხვედრის სხვაგვარად წარმოჩენა დეზინფორმაციაა".

 

მსგავსი სიახლეები