ხელისუფლება, რომელიც თავად აწარმოებს ანტიევროპულ პროპაგანდას, ცხადია, არც ამ მოთხოვნას შეასრულებს - სამადაშვილი
სამთავრობო გუნდის მიერ მიტანილი მორიგი იერიში პარტნიორებზე - "ლელოს" დეპუტატი სალომე სამადაშვილი ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებას ეხმაურება, სადაც "ქართულ ოცნებას" უპასუხეს და დეზინფორმაციაში დაადანაშაულეს.
როგორც სამადაშვილი ამბობს, ხელისუფლება არის ანტიევროპული პროპაგანდის ავტორი, შესაბამისად, ევროკავშირის წარმომადგენლობამ ჩათვალა საჭიროდ სახელისუფლებო გუნდისთვის შეეხსენებინა, რომ ნაკისრი 9 რეკომენდაციიდან, პირველი, სწორედ ანტიდასავლურ პორპაგანდასთან ბრძოლაა.
ეს ხელისუფლება საკუთარი განცხადებებით თავს ესხმის ევროკავშირს, ყველას გვახსოვს განცხადება იმაზე, რომ თითქოს მეორე ფრონტის გახსნას გვთხოვდა ევროკავშირი რომ კანდიდატის სტატუსი მოენიჭებინა, თავდასხმა ევროპარლამენტზე, ევროკავშირის ინსტიტუციებზე და სწორედ ამიტომ ჩათვალა ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოში, რომ აუცილებლად გაეკეთებინა განცხადება და შეეხსენებინა "ქართული ოცნებისთვის", რომ პირველი, მთავარი მოთხოვნა არის სწორედ ანტიევროპულ პროპაგანდასთან ბრძოლა, მაგრამ ეს ხელისუფლება, რომელიც თავად აწარმოებს ანტიევროპულ პროპაგანდას, ცხადია, რომ არც ამ მოთხოვნას შეასრულებს,“ - ამბობს სალომე სამადაშვილი.
ადეიშვილის ბუნდესტაგში ვიზიტი "ქართულმა ოცნებამ" პარტნიორებზე იერიშის მისატანად გამოიყენა - "ბუნდესტაგში ადეიშვილის საპატიო სტატუსით სტუმრობა არ შეშვენის არც ბუნდესტაგს და არც ქართულ-გერმანულ ურთიერთობას" - ამბობს სარჯველაძე.
"ოცნების" იერიშს უპასუხეს ევროკავშირის წარმომადგენლობაშიც -
"შეხვედრის სხვაგვარად წარმოჩენა დეზინფორმაციაა".