პრეზიდენტმა 5 ქალი ღირსების მედლით დააჯილდოვა
8 მარტს, ქალთა უფლებების დაცვისა და სოლიდარობის საერთაშორისო დღეს, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ხუთი ქალი ღირსების მედლით დააჯილდოვა.
დაჯილდოების ცერემონია ათონელის სასახლეში გაიმართა. ღირსების მედლით დაჯილდოვდნენ:
- ბაია პატარაია – ქალთა გაძლიერების, გენდერის ნიშით ძალადობის ბრძოლის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის, არაძალადობრივი გარემოს ჩამოყალიბების ხელშეწყობისათვის;
- ანა არგანაშვილი – ბავშვთა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალთა უფლებების დაცვის, ძალადობისა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის;
- თამუნა მუსერიძე – განსაკუთრებული სამოქალაქო ინიციატივისა და პასუხისმგებლობისთვის, პიროვნული გამბედაობისა და გამორჩეული საზოგადოებრივი საქმიანობისთვის;
- ნატო შავლაყაძე – ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელის დირექტორი;
- ელისო ამირეჯიბი – ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელის დამფუძნებელი.
შეხვედრის შემდეგ პრეზიდენტთან მიწვეული სტუმრები იმ საკითხებზე საუბრობენ, რაზეც სალომე ზურაბიშვილთან საუბრის დროს აქცენტები გაკეთდა.
დღეს რამდენიმე ქალბატონი დაგვაჯილდოვეს ღირსების მედლით, ეს იყო სრულიად მოულოდნელი თითოეული ჩვენგანისთვის. ეს იყო ძლიან დიდი დაფასება, ვინც ქალების უფლებებისთვის იბრძვის და ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ის, რომ ვისაუბრეთ ქალთა უფლებებზე და ვისაუბრეთ იმ ქალბატონებზე, რომლებიც მუშაობენ ამ საკითხებზე,“ - ამბობს თამუნა მურუსიძე.
ქალების პოლიტიკაში ჩართულობა, ეკონომიკურ კეთილდღეობაზე იყო საუბარი და ქალების მიმართ პროვოკაციებზე, ძალადობაზე, კონკრეტულად დღევანდელი ქალების წინაშე არსებულ სერიოზულ პრობლემებზე იყო ძირითადი აქცენტი,“ - ამბობს სამირა ბაირამოვა.
მსგავსი სიახლეები
ახმეტელ ექიმს, არჩევნებში მონაწილეობა 5 წლით აეკრძალა, რადგან კარგად გამოჩნდა, რომ საზოგადოებრივი ავტორიტეტია - ნიკა გვარამია
ახმეტელ ექიმს, არჩევნებში მონაწილეობა 5 წლით აეკრძალა, რადგან კარგად გამოჩნდა, რომ საზოგადოებრივი ავტორიტეტია და ისიც გასაგები გახდა, რომ სწორედ ამის გამო გაუჩალიჩეს „დანაშაული“ - წერს გვარამია
იმას თუ გააფორმებს სასამართლო, რაც „ოცნებას“ სურს, სახელმწიფო გამოუსწორებელ ზიანს მიიღებს - ბადრი ჯაფარიძე
საზოგადოების წარმომადგენლებსა და ჩვენს შორის სრული თანხვედრაა იმაზე, რომ პარტიების გაუქმების პროცესი არის თავისუფალი სამყაროს წინააღმდეგ მიმართული - ამბობს ოპოზიციის ლიდერი