ფემიციდი სახელმწიფოს სირცხვილია - პრეზიდენტი
ფემიციდი სახელმწიფოს სირცხვილია - სალომე ზურაბიშვილი ხელისუფლება რეაგირებისკენ მოუწოდებს.
პრეზიდენტი ფიქრობს, რომ თანასწორობის მისაღწევად პოლიტიკაში ცოტა რამ კეთდება. სალომე ზურაბიშვილმა დღეს ხუთი უფლებადამცველი ქალი ღირსების მედლით დააჯილდოვა.
მძიმე სურათიც გვაქვს იმ კუთხით, რასაც ჰქვია ძალადობა ოჯახში, ქალთა მიმართ ძალადობა, ფემიციდი, ანუ ქალთა მკვლელობა, ეს ყველაფერი არის სირცხვილი ქვეყნისთვის, როცა ასეთ მოვლენებთან გვაქვს საქმე.
ხშირად გვიყვარს, ვთქვათ, რომ ხელისუფლების გასაკეთებელია ყველაფერი, არის ბევრი მათი გასაკეთებელი, მაგრამ მაინც მთავარია ჩვენი ინდივიდუალურად გასაკეთებელი,“ - ამბობს სალომე ზურაბიშვილი.