"არახამიასთან პოლემიკაში არ შევალ"- კახა კალაძე

12.03.24 13:51
"არახამიასთან პოლემიკაში არ შევალ"- კახა კალაძე

არ მინდა, (დავით არახამიასთან) პოლემიკაში შევიდე. მინდა, მშვიდობა ვუსურვო უკრაინას, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ უკრაინელი მაღალჩინოსნის განცხადების საპასუხოდ განაცხადა. 

დედაქალაქის მერის თქმით, საქართველოს ხელისუფლება არასდროს გადადგამს ისეთ ნაბიჯს, რომელიც შეიძლება დამაზიანებელი იყოს ქვეყნისა და მისი მოსახლეობისთვის.

ვერავინ და ვერაფერი შეაჩერებს ქართველებისა და უკრაინელების მეგობრობას. რაც შეეხება არახამიას განცხადებას, მე არ მინდა პოლემიკაში შევიდე. მინდა, მშვიდობა ვუსურვო უკრაინას.

რაც შეეხება ფრენების შეწყვეტას, სანქციებთან მიერთებას, ჩვენ გამოვდივართ ჩვენი ქვეყნის ინტერესიდან გამომდინარე. არაერთხელ გვითქვამს და დაგვიფიქსირებია ჩვენი მოსაზრება, რომ პირველი არის ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა, შესაბამისად, არ და ვერ გადავდგამთ იმ ნაბიჯს, რომელიც თავიდანვე ვიცით, რომ შეიძლება დამაზიანებელი იყოს საკუთარი ქვეყნისა და მოსახლეობისთვის. ასეთ რამეს საქართველოს ხელისუფლება არ გააკეთებს.

რაც შეეხება სააკაშვილს, ის არის ბრალდებული, დამნაშავე კონკრეტულ საქმეებში, მძიმე დანაშაული აქვს ჩადენილი და ყველა ადამიანს მოუწევს კანონის წინაშე პასუხისგება“, - განაცხადა კალაძემ.

დავით არახმიამ "ოცნების" ხელისუფლებას ურთიერთობების ნორმალიზაციისთვის კონკრეტული გეგმა შესთავაზა - ამ გეგმის ნაწილად კი სააკაშვილის გათავისუფლება, რუსეთთან პირდაპირი ფრენების შეწყვეტა და რუსეთისთვის სანქციების თავიდან არიდების დახმარების შეწყვეტა დაასახელა.

მსგავსი სიახლეები