უნდა შეწყდეს ადამიანთა უფლებების დამცველთა სტიგმატიზება - გეგელია გაეროს ანგარიშზე
ძალიან მწვავე და კრიტიკული ანგარიში, რომელიც ცხადყოფს, რომ საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობა არასახარბიელო მდგომარეობაშია - ასე ეხმიანება "ლელო საქართველოსთვის" წევრი, გრიგოლ გეგელია გაეროს სკანდალურ დოკუმენტს.
მისი თქმით, გავლენიანი ორგანიზაციის წევრები საქართველოს ხელისუფლებას რეაგირებისკენ ადამიანთა უფლებების დამცველთა სტიგმატიზებაზე უარის თქმისკენ მოუწოდებენ.
ეს არის კიდევ ერთი ძალიან მწვავე და კრიტიკული ანგარიში, რომელიც ცხადყოფს, რომ საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობა არ არის სახარბიელო მდგომარეობაში და ნამდვილად არ არის იმ სულისკვეთების და იმ სტანდარტის გამომხატველი, რაც უნდა ჰქონდეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატ სახელმწიფოს. ჩვენ აქ ვხედავთ ძალიან კრიტიკულ შენიშვნებს, რომელიც საქართველოს აღმასრულებელი მთავრობისადმი არის დაწესებული, მათ შორის, ბუნებრივია არის თავის შეკავება ქვიშაში ჩარგვისგან და რეალური ნაბიჯების გადადგმა იმ კუთხით, რომ შეწყდეს ადამიანთა უფლებების დამცველთა სტიგმატიზება", - ამბობს გეგელია.
ე.წ. ტრენინგების საქმე, რომელიც უსაფრთხოების სამსახურმა "სახელმწიფო გადატრიალებად" გაასაღა, გაეროს უმწვავეს ანგარიშში მოხვდა - გავლენიანი საერთაშორისო ორგანიზაცია სუს-ს ამ საქმის სასამართლოში განხილვის დაწყებას, მტკიცებულებების გასაჯაროებას ან/და საქმის დახურვას სთხოვს.
გაეროს სპეციალური წარმომადგენელი, რომელიც საქართველოში 2023 წლის ოქტომბერ-ნოემბერში იმყოფებოდა, ვარაუდობს, რომ საქმე სუს-მა ე.წ. რუსულ კანონზე შურისძიებისთვის გამოიგონა და ფორმალური ძიებაც კონკრეტული ჯგუფების დისკრედიტაციისთვის დაიწყო.
საგანგაშო დოკუმენტში საუბარია საქართველოში ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის მწვავე ფაქტებზე და ირკვევა, რომ პირები, რომლებმაც სხვისი უფლებები უნდა დაიცვან, ქვეყანაში თავს უსაფრთხოდ ვერ გრძნობენ.