პაპუაშვილი ევროკავშირისგან კეზერაშვილს "კრიმინალად" გამოცხადებას მოითხოვს

13.03.24 14:41
პაპუაშვილი ევროკავშირისგან კეზერაშვილს "კრიმინალად" გამოცხადებას მოითხოვს

შალვა პაპუაშვილი ევროკავშირისგან დავით კეზერაშვილს "კრიმინალად" გამოცხადებას მოითხოვს.

შალვა პაპუაშვილის თქმით, ძალიან მძიმეა, რომ კეზერაშვილი ევროკავშირის სივრცეში თავისუფლად გადაადგილდება, მაშინ როცა ის შტატებში უკვე "კრიმინალად" განიხილება.

ის, რომ კრიმინალია, ეს ქართული მართლმსაჯულების მიერ არის დადასტურებული, თუმცა სამწუხაროდ, ეს კრიმინალი თავისუფლად გადაადგილდება ევროკავშირის სივრცეში. არ ვიცი, ახლა უკვე ევროკავშირის ჯერია. ხედავენ, რომ როგორც საქართველო, ასევე ამერიკის შეერთებული შტატები დავით კეზერაშვილს კრიმინალად განიხილავს და მგონი, ძალიან მძიმეა, რომ ასეთი კრიმინალი გადაადგილდება ევროკავშირის სივრცეში. ეს, კიდევ ერთხელ, გვაფიქრებინებს იმაზე, თუ რა გავლენებია სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფების მეშვეობით. ჩვენ ევროპის პარლამენტის 2022 წლის ივნისის რეზოლუცია გვახსოვს, სადაც დავით კეზერაშვილის სახელი აღმოჩნდა. შემდეგ, ვარკვევთ ხოლმე, როგორ მუშაობენ ლობისტები იმისთვის, რომ ასეთი ჩანაწერები აღმოჩნდეს ამ სახის რეზოლუციებში და პირდაპირ ეჭვი ჩნდება პოლიტიკური კორუფციის

მომპარავ და ფულის გამთეთრებელ დავით კეზერაშვილთან ერთად, ამ შავ ფულთან ერთად, ევროკავშირის ფულიც ერთ ყულაბაში ექცევა. ვფიქრობ, რომ ამაზე ევროკავშირმა განმარტებები უნდა გააკეთოს, თუ რასთან გვაქვს საქმე, რა სისტემები აქვთ ისეთი, რომ ყურადღებას ვერ აქცევენ, რომ ევროკავშირის მოქალაქეების ფული, ევროკომისიის მიერ ამ ორგანიზაციისთვის გადაცემული ფული შავ ფულთან ერთად ერთ სალაროში ტრიალებს და საქართველოში რადიკალურ დღის წესრიგს ხმარდება", - ამბობს პაპუაშვილი.

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ყოფილ თავდაცვის მინისტრს, დავით კეზერაშვილს ვიზა არ მისცა. უარის მიზეზის დადგენას კეზერაშვილი ახლა სასამართლოში ცდილობს.  

მსგავსი სიახლეები