ვეტინგს ჩვენგან არავინ ითხოვს - მათიკაშვილი

13.03.24 15:26
ვეტინგს ჩვენგან არავინ ითხოვს - მათიკაშვილი

"ვეტინგს ჩვენგან არავინ ითხოვს" - მმართველი პარტია ისევ თავის მართლების რეჟიმშია და ამბობს, რომ მოსმართლეების შემოწმება უცხოელი ექსპერტების მიერ არაკონსტიტუციურია და ამას არ დაუშვებენ.

"ოცნება" აცხადებს, რომ პოზიციას არ შეიცვლის იმ შემთხვევაშიც, თუ ვეტინგს საქართველოში უცხოელი ექპსერტების ნაცვლად ქართველი ექსპერტები ჩაატარებენ.

ვეტინგის სისტემაა თვითონ მიუღებელი. ვეტინგში უცხოელი ფსევდო-ექსპერტი ჩაერთვება თუ ადგილობრრივი არასამთავრობოს წარმომადგენელი, რომელსაც უცხოელი ორგანიზაცია აფინანსებს, არსებითი განსხვავება ამაში აბსოლუტურად არ არის. ვეტინგი ეს არის სასამართლოს სუვერენიტეტში უხეში ჩარევა იმ კანონმდებლობის და კონსტიტუციის დარღვევა, სადაც ცალსახად წერია, რომ მოსამართლის პროფესიონალიზმს და კეთილსინდისიერებას ამოწმებს თვითონ სისტემა და ამოწმებს თვითონ კანონმდებლობა. ვეტინგი საქართველოში საჭირო არანაირად არ არის. ვეტინგს არავინ არ ითხოვს ჩვენგან", - ამბობს მათიკაშვილი.

ხუთი არასამთავრობო ორგანიზაცია განცხადებას აქვეყნებს და აცხადებს, ხელისუფლება „კლანის“ წევრების კეთილსინდისიერების შემოწმებაზე უარით ევროინტეგრაციის პროცესს აფერხებს.

არასამტავრობოები აცხადებენ, რომ ხელისუფლებამ დროულად უნდა აღიაროს სასამართლო სისტემაში არსებული პრობლემები და დაიწყოს იმ ნაბიჯების გადადგმა, რომელიც ევროკომისიის მიერ დამტკიცებული 9 ნაბიჯითაა გათვალისწინებული.

მსგავსი სიახლეები