ანაკლიის პორტის მშენებლობის დაწყება ზაფხულამდე გადაიდო

14.03.24 18:46
ანაკლიის პორტის მშენებლობის დაწყება ზაფხულამდე გადაიდო

ანაკლიის პორტის მშენებლობა ზაფხულამდე გადაიდო - ამასთან დაკავშირებით პრემიერმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

ივნისიდან ვგეგმავთ უკვე კონკრეტული სამუშაოების დაწყებას ანაკლიის პორტის მშენებლობასთან დაკავშირებით," - თქვა კობახიძემ.

პრემიერის თქმით, ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებით სატენდერო პროცედურები მაისში დასრულდება და უკვე ივნისიდან ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაიწყება.

ანაკლიას რაც შეეხება, პროცედურები უკვე დაწყებულია. მაისის ბოლოსთვის უკვე სავარაუდოდ, გამოვლინდება კომპანია, რომელიც სათავეში ჩაუდგება სამუშაოებს. უფრო მეტიც, ჩვენ ვგეგმავთ, რომ უკვე ივნისიდან დავიწყოთ ინფრასტრუქტურული სამუშაოები.

როგორც მოგეხსენებათ, უშუალოდ მთავრობაც ახორციელებს ინვესტიციებს ამ სფეროში, ანაკლიის პორტის განვითარების კუთხით. შესაბამისად, არა მხოლოდ პროცედურებს დავასრულებთ, არამედ ივნისიდან ვგეგმავთ უკვე კონკრეტული სამუშაოების დაწყებას ანაკლიის პორტის მშენებლობასთან დაკავშირებით“, - დასძინა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძის თქმით, მთავრობას ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებით მკაფიო გეგმა აქვს.

პროცედურები დაიწყება მარტში. მარტი, აპრილი, მაისი დასჭირდება ტენდერის დასრულებას. მაისის ბოლოსთვის უკვე ტენდერის პროცედურა იქნება დასრულებული, ივნისიდან იქნება შესაძლებელი სამუშოების დაწყება. ეს არის მკაფიო გეგმა, რომელიც აქვს მთავრობას და ამ გეგმას რა თქმა უნდა გავყვებით“ - აღნიშნა პრემიერმა.

ანაკლიის პორტის მშენებლობა 2024 წლის გაზაფხულზე უნდა დაწყებულიყო, ამაზე განცხადება ყოფილ პრემიერს ირაკლი ღარიბაშვილს აქვს გაკეთებული.

მსგავსი სიახლეები