ცდილობენ, არჩევნებზე ახალი კითხვის ნიშნები შემოიტანონ - ბექა ლილუაშვილი აგვისტოს ომის გამოძიებაზე

15.03.24 11:46
ცდილობენ, არჩევნებზე ახალი კითხვის ნიშნები შემოიტანონ - ბექა ლილუაშვილი აგვისტოს ომის გამოძიებაზე

ცდილობენ, არჩევნებზე ახალი კითხვის ნიშნები შემოიტანოს, - ასე აფასებს პარტია "საქართველოსთვის" წევრი ბექა ლილუაშვილი "ხალხის ძალის" მუქარას, რომელიც ამბობს, რომ სააკაშვილის შეწყალების შემთხვევაში აგვისტოს ომის გამოძიებას მოითხოვენ. 

ოპოზიციის წევრის თქმით, "შენს ტერიტორიაზე ომს ვერ დაიწყებ" და მთავარი პასუხისმგებელი ამ ომში სწორედ რუსეთის ხელისუფლებაა. 

შენს ტერიტორიაზე ომს ვერ ადიწყებ. ამით, იცით, რამდენი რამაა ნათქვამი? მთავარი პასუხისმგებელი ამ ომში არის რუსეთის ხელისუფლება და რუსეთი. ცდილობენ, რომ არჩევნებზე რაღაც ახალი კითხვის ნიშნები შემოიტანონ საზოგადოებაში, მაგრამ ვერ მოხერხდება, - ამბობს ბექა ლილუაშვილი. 

მსგავსი სიახლეები