რა პასუხი აქვს "ოცნებას" საყოველთაო ამნისტიაზე

15.03.24 17:19
რა პასუხი აქვს "ოცნებას" საყოველთაო ამნისტიაზე

საყოველთაო ამნისტიას "ქართული ოცნება" არ თანხმდება. საპარლამენტო უმრავლესობის წევრები "გირჩის" წინადადებას არ იზიარებენ და ამბობენ, რომ ამ სახით კანონპროექტს მათი მხარდაჭერა არ ექნება. 

თავის დროზე, როცა რეჟიმმა მთელი საზოგადოება გაასამართლა, 2012 წლის შემდეგ დიდი ამნისტია მოვაწყვეთ, სადაც სამართლიანობამ იზეიმა. მგონი, ცოტა დაჩქარებულად მოუვიდათ, იმიტომ, რომ არის საკითხები, სადაც შეიძლება გარკვეული მუხლები იყოს ამნისტირებული,  მათ შორის პედოფილია, ძალადობა, რეალიზატორები - არა, ჩვენ განსხვავებული მოსაზრება გვაქვს. ერთი ხელის მოსმით ჩვენ მძიმე მუხლები შევიწყალოთ, არ მიგვაჩნია სწორად და ამას არ ვაპირებთ,“ - ამბობს ირაკლი ზარქუა.

მუხლობრივი ამნისტია არის ლოგიკური, რა თქმა უნდა, შეიძლება არა მძიმე, მაგალითად ძალიან მძიმე დანაშაულის ჩამდენი პატიმრები პირდაპირ არ გამოუშვა გარეთ, რაღაც შეღავათი მისცე, პირობითად, ნარკოტიკების მომხმარებლები გამოუშვა, ვიღაცას შედარებით მძიმე დანაშაული რომ აქვს შეუმცირო და ა.შ. მაგრამ ასე, ადამიანს უვადო რომ აქვს მისჯილი ძალიან მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის, ესე გაუაზრებლად და გაუანალიზებლად ყველას შეეხოს, მისაღები ჩემთვის არ არის,“ - ამბობს ოდიშარია.

ამ წუთებში პარლამენტთან აქცია მიმდინარეობს, სადაც პატიმრების ოჯახის წევრები სახელისუფლებო გუნდს საყოველთაო ამნისტიის მიღებისკენ მოუწოდებენ.  

მსგავსი სიახლეები