ნატოსთან დაახლოების საკითხი "ოცნების" დღის წესრიგში არ დგას - ჭიაბერაშვილი
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ზურაბ ჭიაბერაშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრს აკრიტიკებს - ენმ-ის წარმომადგენელი კობახიძის განცხადებებს, რომელიც ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურ მდივანთან შეხვედრის დროს გააკეთა, პერვერტულ ფაქტად მოიხსენიებს.
ჭიაბერაშვილი პირდაპირ ამბობს, რომ ოლიგარქის გუნდის მიზანს NATO-ში გაწევრიანება არ წარმოადგენს, რადგან "ოცნება" არ ატარებს იმ ფუნდამენტურ რეფორმებს, რომელიც ქვეყნის ევროინტეგრაციას შეუწყობს ხელს.
ნატოსთან დაახლოების საკითხი "ოცნების" დღის წესრიგში არ დგას. ჩვენ ვნახეთ კობახიძის გამოსვლა. ეს არ არის იმ ქვეყნის მეთაურის გამოსვლა, რომელსაც პრეტენზიაა აქვს, რომ ახლა რეფორმებს დიდი ნაბიჯებით ახორციელებს და ცდილობს დაუახლოვდეს და გახდეს ევროკავშირისა და ნატოს წევრი. მათ სჭირდებათ ეს ფასადი, ერთი მხრივ და მეორე მხრივ, მათი ინტერესი არ არის იმ რეფორმების განხორციელება, რომელიც საბოლოო ჯამში ჩვენ მიგვიყვანს ნატოსა და ევროკავშირის წევრობამდე", - ამბობს ჭიაბერაშვილი.
ცნობისთვის, NATO-ს გენერალური მდივანი, იენს სტონტელბერგი და საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე ერთმანეთს დღეს, თბილისში შეხვდნენ.
მსგავსი სიახლეები
ახმეტელ ექიმს, არჩევნებში მონაწილეობა 5 წლით აეკრძალა, რადგან კარგად გამოჩნდა, რომ საზოგადოებრივი ავტორიტეტია - ნიკა გვარამია
ახმეტელ ექიმს, არჩევნებში მონაწილეობა 5 წლით აეკრძალა, რადგან კარგად გამოჩნდა, რომ საზოგადოებრივი ავტორიტეტია და ისიც გასაგები გახდა, რომ სწორედ ამის გამო გაუჩალიჩეს „დანაშაული“ - წერს გვარამია
იმას თუ გააფორმებს სასამართლო, რაც „ოცნებას“ სურს, სახელმწიფო გამოუსწორებელ ზიანს მიიღებს - ბადრი ჯაფარიძე
საზოგადოების წარმომადგენლებსა და ჩვენს შორის სრული თანხვედრაა იმაზე, რომ პარტიების გაუქმების პროცესი არის თავისუფალი სამყაროს წინააღმდეგ მიმართული - ამბობს ოპოზიციის ლიდერი