"ოცნება" საზოგადოებაში უიმედობას ნერგავს, რათა ამით თავიანთი მავნე გზავნილი გაამყარონ - ბოკერია

18.03.24 22:40
"ოცნება" საზოგადოებაში უიმედობას ნერგავს, რათა ამით თავიანთი მავნე გზავნილი გაამყარონ - ბოკერია

"ევროპული საქართველოს" ლიდერი, გიგა ბოკერია ოლიგარქის გუნდს ქართველ ხალხში უიმედობის განცდის დანერგვაში ადანაშაულებს და ირწმუნება, რომ იმ შემთხვევაში, თუ საზოგადოებას ევროკავშირსა და NATO-ში გაწევრიანების მოლოდინი არ ექნება, ამით მმართველი პარტიის წარმომადგენლები საკუთარი ყალბი გზავნილების დაცვას შეძლებენ.

ბოკერია "საჯარო პოლიტიკის" ეთერში თბილისის მერისა და ირაკლი ზარქუას კომენტარებს ეხმაურება და აცხადებს, რომ საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების რიტორიკა ანტიდასავლურ ხასიათს ატარებს.

იმის ნაცვლად, რომ მუშაობდნენ ეროვნული ინტერესების დაცვისთვის და ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს აწვებოდნენ, რატომ არის საჭირო საქართველოს დაცვა და ამ ქოლგის ქვეშ მოხვედრა, ჩვენს საზოგადოებაში ნერგავენ უიმედობას, რომ ამით გაამყარონ თავიანთი მავნე, ცრუ გზავნილი, რომ ასეთი მშვიდობით დაიცავენ საქართველოს, ანუ იმ სტრატეგიით, რაც თავად აქვთ რუსეთისთვის უსაფრთხოების სფეროში მიცემული...

ჩვენ შემთხვევაში, პირდაპირ ვახალისებთ ანტიდასავლურ, ანტიამერიკულ განწყობილებებს და ვფუთავთ ამას მშვიდობის დაცვის კონტექსტში. გლობალური ომის პარტია, ამერიკის ელჩს უნდა ომი - უსინდისო, ბოდვითი სიცრუეებია, რომელიც გვიმცირებს შანს, რომ ვილობიროთ ჩვენი ეროვნული ინტერესები", - ამბობს ბოკერია.

მსგავსი სიახლეები