ოხანაშვილი გამოდის თუ არა ნაცი, რადგან აღმოჩნდა, რომ ის ცხოვრობს მეხუთე სართულზე? - გოცირიძე
პარლამენტში პრეზიდენტის ვეტოს დაძლევაზე მსჯელობენ. სხდომაზე დეპუტატმა რომან გოცირიძემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ის განცხადება გაიხსენა, სადაც ანრი ოხანაშვილმა პარალელი გაავლო რიგით მეხუთე ვეტოსა და ენმ-ს შორის და ამით სცადა დაემტკიცებინა სალომე ზურაბიშვილის კავშირი ნაციონალურ მოძრაობასთან.
ანრი ოხანაშვილმა ბრძანა, რომ ეს არის მეხუთე ვეტო და თქვა, რომ ვინაიდან ეს არის მეხუთე ვეტო და ნაციონალური მოძრაობის ნომერი არის 5, ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი ყოფილა ნაცი. ახლა მე გისვამთ შეკითხვას, ბატონი ანრი გამოდის თუ არა ნაცი, რადგან აღმოჩნდა, რომ ის ცხოვრობს მეხუთე სართულზე,“ - ამბობს გოცირიძე.
მეხუთე ვეტოა და მე ამას ვერ გადავახტებოდი და მეხუთე რიცხვს ვერ გამოვტოვებდი, ისევე, როგორც ბატონი ანრი ვერ გამოტოვებდა მეხუთე სართულს, რომელზეც ცხოვრობს, ალბათ,“ - ამბობს მსხილაძე.
მსგავსი სიახლეები
ახმეტელ ექიმს, არჩევნებში მონაწილეობა 5 წლით აეკრძალა, რადგან კარგად გამოჩნდა, რომ საზოგადოებრივი ავტორიტეტია - ნიკა გვარამია
ახმეტელ ექიმს, არჩევნებში მონაწილეობა 5 წლით აეკრძალა, რადგან კარგად გამოჩნდა, რომ საზოგადოებრივი ავტორიტეტია და ისიც გასაგები გახდა, რომ სწორედ ამის გამო გაუჩალიჩეს „დანაშაული“ - წერს გვარამია
იმას თუ გააფორმებს სასამართლო, რაც „ოცნებას“ სურს, სახელმწიფო გამოუსწორებელ ზიანს მიიღებს - ბადრი ჯაფარიძე
საზოგადოების წარმომადგენლებსა და ჩვენს შორის სრული თანხვედრაა იმაზე, რომ პარტიების გაუქმების პროცესი არის თავისუფალი სამყაროს წინააღმდეგ მიმართული - ამბობს ოპოზიციის ლიდერი