“ოცნებას” და კალაძეს ახალი მეტროსადგურების აშენების არც უნარი აქვს და არც სურვილი - სიჭინავა
პარტია "საქართველოსთვის" წევრი ბერდია სიჭინავა თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული სამსახურის ხელმძღვანელს პასუხობს და ამბობს, რომ “ოცნებას” და კალაძეს ახალი მეტროსადგურების აშენების არც უნარი აქვს და არც სურვილი.
მისი თქმით, კალაძისთის უფრო მარტივი ატკატების მიღებაა.
“ოცნებას” და კალაძეს, რომელსაც მე-7 წელია ვარკეთილის მეტროსადგურის ჭერი ვერ შეუკეთებია, რა თქმა უნდა, მეტროპოლიტენის განვითარების და ახალი მეტროსადგურების აშენების არც უნარი აქვს და არც სურვილი, რადგან, მრავალმეტრიანი ავტობუსებიდან, ალბათ, უფრო მარტივია ატკატების მიღება!", - ამბობს ბერდია სიჭინავა.
გახარიას პარტიის მიერ დაანონსებული 15 მეტროსადგურის მშენებლობა აბსურდი და ტყუილი დაპირებაა - ამის შესახებ თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული სამსახურის ხელმძღვანელმა, ვიქტორ წილოსანმა სოციალურ ქსელში ცოტა ხნის წინ დაწერა.
მსგავსი სიახლეები
ახმეტელ ექიმს, არჩევნებში მონაწილეობა 5 წლით აეკრძალა, რადგან კარგად გამოჩნდა, რომ საზოგადოებრივი ავტორიტეტია - ნიკა გვარამია
ახმეტელ ექიმს, არჩევნებში მონაწილეობა 5 წლით აეკრძალა, რადგან კარგად გამოჩნდა, რომ საზოგადოებრივი ავტორიტეტია და ისიც გასაგები გახდა, რომ სწორედ ამის გამო გაუჩალიჩეს „დანაშაული“ - წერს გვარამია
იმას თუ გააფორმებს სასამართლო, რაც „ოცნებას“ სურს, სახელმწიფო გამოუსწორებელ ზიანს მიიღებს - ბადრი ჯაფარიძე
საზოგადოების წარმომადგენლებსა და ჩვენს შორის სრული თანხვედრაა იმაზე, რომ პარტიების გაუქმების პროცესი არის თავისუფალი სამყაროს წინააღმდეგ მიმართული - ამბობს ოპოზიციის ლიდერი