EuroNest-ის ასამბლეაზე ხელმოწერების შეგროვება "ოცნებამ" ვერ შეძლო - ანდრიუს კუბილიუსი
ევროდეპუტატები "ქართულ ოცნებას" სიცრუის ტირაჟირებაში ადანაშაულებენ - "EuroNest"-ის საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლები პირდაპირ ამბობენ, რომ "ქართული ოცნების" გუნდს რეზოლუცია, მხოლოდ და მხოლოდ, ხმების ვერ მობილიზაციის გამო ჩაუვარდა.
ევროპარლამენტის დეპუტატი, ანდრიუს კუბილიუსი განმარტავს, რომ რეზოლუციის დასამტკიცებლად ჯამურად 10 ადამიანის ხმა იყო საჭირო, თუმცა დელეგაციის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა ამ ხმების მობილიზება ვერ შეძლო.
ფორმალურად ეს ინიცირებული არ იყო, რადგან წესები ძალიან მარტივია. ისინი, ვინც აინიცირებენ უნდა შეაგროვონ 10 ხელმოწერა, თუ სწორად მახსოვს. დელეგაციის თავმჯდომარემ ვერ შეძლო ხელმოწერების შეგროვება. ვიცი, რაშიც იყო პრობლემა, მაგრამ წესები მკაცრია. გუშინ "EuroNest"-ის ბიუროს შეხვედრამ აჩვენა, რომ საკმარისი ხელმოწერები არ იყო, ამიტომ ვთქვით, რომ ამ რეზოლუციას პლენარულ სესიაზე ვერ გავიტანდით", - ამბობს ანდრიუს კუბილიუსი.
მმართველი პარტიის თავის მართლებას უკრაინის დელეგაციის წარმომადგენლებიც პასუხობენ, რომლებიც აცხადებენ, რომ მაკა ბოჭორიშვილს არათუ უკრაინელ დეპუტატებთან, არამედ ქართველ ოპოზიციონერ პოლიტიკოსებთანაც კი არ ჰქონია კომუნიკაცია, შესაბამისად მოსაზრება, რომ თითქოს, რეზოლუცია უკრაინამ ჩააგდო, სიცრუეა.
არ არის სიმართლე, რომ უკრაინულმა დელეგაციამ დაბლოკა რეზოლუცია. რეზოლუციის უზრუნველსაყოფად 10 ხელმოწერა გვჭირდება. ადვილია ამის გაკეთება. არ ვიცი, რატომ არ ესაუბრა ქართული დელეგაციის თავმჯდომარე ევროკავშირის პარლამენტის წევრებს ან სხვებს. როგორც ვიცი, მას ასევე არ მოუთხოვია ქართველი ოპოზიციისთვის ხელმოწერები", - განაცხადა უკრაინის დელეგაციის წარმომადგენელმა.
პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე დღეს ამტკიცებდა, რომ ბრიუსელში „ევრონესტის“ ასამბლეაზე უკრაინის დელეგაციისა და ქართული ოპოზიციის უარის გამო, საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროპულ პერსპექტივასთან დაკავშირებით შემუშავებული რეზოლუცია ვერ დაინიცირდა.
მსგავსი სიახლეები
ახმეტელ ექიმს, არჩევნებში მონაწილეობა 5 წლით აეკრძალა, რადგან კარგად გამოჩნდა, რომ საზოგადოებრივი ავტორიტეტია - ნიკა გვარამია
ახმეტელ ექიმს, არჩევნებში მონაწილეობა 5 წლით აეკრძალა, რადგან კარგად გამოჩნდა, რომ საზოგადოებრივი ავტორიტეტია და ისიც გასაგები გახდა, რომ სწორედ ამის გამო გაუჩალიჩეს „დანაშაული“ - წერს გვარამია
იმას თუ გააფორმებს სასამართლო, რაც „ოცნებას“ სურს, სახელმწიფო გამოუსწორებელ ზიანს მიიღებს - ბადრი ჯაფარიძე
საზოგადოების წარმომადგენლებსა და ჩვენს შორის სრული თანხვედრაა იმაზე, რომ პარტიების გაუქმების პროცესი არის თავისუფალი სამყაროს წინააღმდეგ მიმართული - ამბობს ოპოზიციის ლიდერი