საქართველომ ქართველი ხალხის ბრძოლით კანდიდატის სტატუსი მიიღო და ამით ვამაყობ, არ ვამაყობ საქართველოს ხელისუფლებით, ოლიგარქიული სისტემით -წითლიძე
რაზე ისაუბრა ქართულმა დელეგაციამ "ევრონესტის" საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლის დროს? - "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი, ანა წითლიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტარებთან შეხვედრაზე საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღება განიხილეს.
"საქართველომ ქართველი ხალხის ბრძოლით მიიღო კანდიდატის სტატუსი და მე ამით ვამაყობ, მაგრამ მე არ ვამაყობ საქართველოს ხელისუფლებით, ოლიგარქიული სისტემით რაც მივიღეთ 2012 წლის შემდეგ" - ამბობს დეპუტატი.
ენმ-ის წარმომადგენელმა ევროპელ კოლეგებს პუტინის ტყვეობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა გააცნო და მათ პრეზიდენტის მიმართვა წაუკითხა.
ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის შექმნის მიზანი იყო და არის მასში შემავალი ქვეყნების დემოკრატიული განვითარების, დემოკრატიული ინსტიტუტების ხელშეწყობა და მხარდაჭერა.
რუსეთის აგრესიის შემდეგ უკრაინაში ევრონესტის ქვეყნების დემოკრატიული განვითარება გადამწყვეტად მნიშვნელოვანია.
დღეს ევროპის მიზანი უნდა იყოს დემოკრატიის ხელშეწყობა და გავრცელება არა მხოლოდ ევრონესტში შემავალი ქვეყნებისთვის არამედ ყველგან.
2012 წლამდე საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობის ლიდერი ქვეყანა იყო. დღეს საქართველო დიდი გამოწვევის წინაშე დგას. საქართველომ ქართველი ხალხის ბრძოლით მიიღო კანდიდატის სტატუსი და მე ამით ვამაყობ, მაგრამ მე არ ვამაყობ საქართველოს ხელისუფლებით, ოლიგარქიული სისტემით რაც მივიღეთ 2012 წლის შემდეგ, კორუფცია, მასობრივი ემიგრაცია, სუსტი დემოკრატიული ინსტიტუტები. რუსეთის გავლენის გაზრდა ქვეყანაში.
როდესაც ვსაუბრობთ დემოკრატიის მხარდაჭერაზე და ევროპულ ფასეულობებზე უნდა გვახსოვდეს პოლიტიკური პატიმრები. მე მაქვს პატივი წაგიკითხოთ მიხეილ სააკაშვილის მიმართვა ევრონესტს, იმ ადამიანის მიმართვა, ვინც ყველაზე მეტი გააკეთა საქართელოს ევროპული მომავლის და მოდერნიზაციისთვის, ვინც ახლა ციხეშია პრორუსულ ხელისუფლების გამო.“ - განაცხადა ანა წითლიძემ.