ივანიშვილმა თავი გადადო, რომ დემოკრატია ყოფილიყო - მდინარაძე
უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ ბერტელსმანის ტრანსფორმაციის ინდექსში საქართველოს დემოკრატიის უკუსვლაზე კვლევა რევანშისტულია, რადგან "ვერ აუტანიათ, რომ ივანიშვილმა თავი გადადო, რომ საქართველოში დემოკრატია ყოფილიყო".
"ბიძინა ივანიშვილი არის ადამიანი, რომელმაც ეს საზიზღრობა აღმოფხვრა და ეს ვერ აუტანიათ და რევანშის საფუძველიც ეს არის. ეს არის კაცი, რომელმაც საკუთარი სიცოცხლე, საკუთარი თავი გადადო იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში დემოკრატია ყოფილიყო, ასე წყნარად და ღიმილით დაგესვათ კრიტიკული კითხვები, რომელსაც ეხლა სვამთ და სულელური კითხვებიც მათ შორის და ამაზე არავინ გამოგკიდებოდათ...სულელურია ყველა კითხვა და სულელური არის ყველაზე რბილი შეფასება, რომელიც ამბობს რომ ნაცებთან მიმართებაში უკუსვლაა დემოკრატიის", - განაცხადა მდინარაძემ.
საქართველოში დემოკრატიული პროცესები კრიტიკულ ნიშნულს უახლოვდება - ბერტელსმანის ტრანსფორმაციის ინდექსში ჩვენმა ქვეყანამ 10-დან მხოლოდ 5,79 ქულა მიიღო. კვლევა, რომელშიც ეკონომიკური და პოლიტიკური ტრანსფორმაციის, ასევე საჯარო მმართველობის ინდექსია შეფასებული საქართველო 54-ე ადგილს იკავებს.ჩვენს ქვეყნას ასეთი ცუდი შედეგი 2006 წელსაც კი არ ჰქონია.
უახლესი კვლევა მოიცავს 40 მეტ გვერდს მასში რამდენჯერმეა ნახსენები ბიძინა ივანიშვილი, როპგორც არაფორმალური მამრთველი, რომელიც თუ კულისებიდან ქვეყნის მართვას განაგრძობს, საქართველოსთვის ევროკავშირში გაწევრინების პერსპექტივა ბუნდოვანი დარჩება.
დემოკრატიული ღირებულებები საფრთხის ქვეშაა - წერენ კვლევის ავტორები.
მსგავსი სიახლეები
ახმეტელ ექიმს, არჩევნებში მონაწილეობა 5 წლით აეკრძალა, რადგან კარგად გამოჩნდა, რომ საზოგადოებრივი ავტორიტეტია - ნიკა გვარამია
ახმეტელ ექიმს, არჩევნებში მონაწილეობა 5 წლით აეკრძალა, რადგან კარგად გამოჩნდა, რომ საზოგადოებრივი ავტორიტეტია და ისიც გასაგები გახდა, რომ სწორედ ამის გამო გაუჩალიჩეს „დანაშაული“ - წერს გვარამია
იმას თუ გააფორმებს სასამართლო, რაც „ოცნებას“ სურს, სახელმწიფო გამოუსწორებელ ზიანს მიიღებს - ბადრი ჯაფარიძე
საზოგადოების წარმომადგენლებსა და ჩვენს შორის სრული თანხვედრაა იმაზე, რომ პარტიების გაუქმების პროცესი არის თავისუფალი სამყაროს წინააღმდეგ მიმართული - ამბობს ოპოზიციის ლიდერი