ზურაბიშვილთან ეროვნულ თანხმობაზე საუბარი უკვე შეუძლებელია, რიგითი რადიკალი „ნაცი“ გახდა - მამუკა მდინარაძე
მივა თუ არა მთავრობა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სპორტსმენ ილია თოფურიას ოფიციალურ მიღებაზე - საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილმა UFC-ის ჩემპიონს ღირსების ორდენი "ფორმალურად უნდა გადასცეს, შეასრულოს თავისი ფორმალური მოვალეობა ამბიციების გარეშე".
მდინარაძეს არ ესმის, რატომ უნდა წავიდეს ქვეყნის პრმიერ-მინისტრი ორბელიანის სასახლეში დაგეგმილ ცერემონიალზე.
კიდევ პრეზიდენტი რომ გქვია ფორმალურად და დაინახე, რომ პარლამენტის თავმჯდომარემაც და პრემიერ-მინისტრმაც გამოგიგზავნეს ორდენთან დაკავშირებით შესაბამისი დოკუმენტები, არიქა, მოდი ჩემთან და ისე ვერ გადავცემ ორდენსო, ამაზე ლაპარაკი არ უნდა დაიწყო. მე გეუბნებით მისი ამბიციების ნაწილს“ - თქვა უმრავლესობის ლიდერმა.
"ქართული ოცნების" ლიდერს მოუწია აღიარება, რომ საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პრემიერ-მინისტრს და პარლამენტის თავმჯდომარეს მოუწიათ სალომე ზურაბიშვილისთვის ღირსების ორდენის გადაცემასთან დაკავშირებით მიემართათ.
რატომ უნდა წავიდეს? სალომე ზურაბიშვილთან ეროვნულ თანხმობაზე საუბარი უკვე შეუძლებელია. რიგითი რადიკალი „ნაცი“ გახდა. ის, სამწუხაროდ, კვლავ იკავებს ფორმალურად პრეზიდენტის თანამდებობას და რაღაც ფორმალური საკითხების გადაჭრისათვის მისი თანამონაწილეობა აუცილებელია, მათ შორის, ღირსების ორდენის გადაცემაზე, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
უმრავლესობის ლიდერმა სპეკულაცია უწოდა გავრცელებულ ინფორმაციას, რომ პრემიერმა UFC-ის ჩემპიონისთვის ორდენის მინიჭება პრეზიდენტს დაასწრო.
მისი თქმით, ღირსების ორდენის გადაცემას სჭირდება საქართველოს პრემიერ-მინისტრის და პარლამენტის თავმჯდომარის წარდგინება პრეზიდენტთან, რომ პრეზიდენტმა გადასცეს კონკრეტულ პირს ღირსების ორდენი.
მდინარაძის სამიზნე დღეს ის ადამიანები გახდნენ, რომლებსაც პრეზიდენტმა ღირსების მედლით დააჯილდოვა.
რომ სდომებოდა წინა კვირას პირობითად, 100 კაცი რომ დააჯილდოვა და პატარაიებს და ვიღაცებს რომ დაურიგა, იმ მედლით თუ აჯილდოებდა თოფურიას, არ ვიცი, ნამდვილად. ახლა, მან ილია თოფურიას ღირსების ორდენი ფორმალურად უნდა გადასცეს, შეასრულოს თავისი ფორმალური მოვალეობა ამბიციების გარეშე. ხომ შეიძლება მარტივად. ფორმალური პასუხისმგებლობის აღებას არ სჭირდება ამხელა ამბიციები, არ სჭირდება ამხელა ამბავი, რომ თოფურიას საკითხი ასევე, პოლიტიკური მიზნებისთვის გამოვიყენოთ"- დასძინა მმართველი პარტიის ლიდერმა.
მსგავსი სიახლეები
ახმეტელ ექიმს, არჩევნებში მონაწილეობა 5 წლით აეკრძალა, რადგან კარგად გამოჩნდა, რომ საზოგადოებრივი ავტორიტეტია - ნიკა გვარამია
ახმეტელ ექიმს, არჩევნებში მონაწილეობა 5 წლით აეკრძალა, რადგან კარგად გამოჩნდა, რომ საზოგადოებრივი ავტორიტეტია და ისიც გასაგები გახდა, რომ სწორედ ამის გამო გაუჩალიჩეს „დანაშაული“ - წერს გვარამია
იმას თუ გააფორმებს სასამართლო, რაც „ოცნებას“ სურს, სახელმწიფო გამოუსწორებელ ზიანს მიიღებს - ბადრი ჯაფარიძე
საზოგადოების წარმომადგენლებსა და ჩვენს შორის სრული თანხვედრაა იმაზე, რომ პარტიების გაუქმების პროცესი არის თავისუფალი სამყაროს წინააღმდეგ მიმართული - ამბობს ოპოზიციის ლიდერი