ვინ შეიძინა საფრენი აპარატი კატარიდან? - რა პასუხი მიიღო გოცირიძემ საქსტატიდან

21.03.24 19:28
ვინ შეიძინა საფრენი აპარატი კატარიდან? - რა პასუხი მიიღო გოცირიძემ საქსტატიდან

სტატისტიკის ეროვნული სამსახური ადასტურებს, რომ 2024 წლის იანვარ-თებერვალში
საქართველოში 22.3 მლნ აშშ დოლარის საფრენი აპარატის იმპორტი მოხდა. ამის შესახებ ინფორმაცია "ევროოპტიმისტების" დეპუტატმა რომან გოცირიძემ საქსტატიდან გამოითხოვა მას შემდეგ, რაც შს მინისტრისგან მოისმინა განცხადება, რომ საქართველოში კატარიდან შემოსული საფრენი აპარატები სახელმწიფო სტრუქტურებს არ შეუძენიათ.

რომან გოცირიძემ სადეპუტატო კითხვით მიმართა საქსტატს, რომ მიეღო დეტალური ინფორმაცია, რა სახის საფრენი აპარატები იქნა იმპორტირებული კატარიდან საქართველოში.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელ დირექტორს
გოგიტა თოდრაძეს
ბატონო გოგიტა,
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის იანვარ-თებერვალში
საქართველომ 22.3 მლნ აშშ დოლარის საფრენი აპარატები შეიძინა.
საქართველოს კონსტიტუციის 43-ე მუხლის პირველი პუნქტით და საქართველოს
პარლამენტის რეგლამენტის 148-ე მუხლის პირველი პუნქტით მონიჭებული
უფლებამოსილების ფარგლებში, გთხოვთ მოგვაწოდოთ დეტალური ინფორმაცია, რა
სახის საფრენი აპარატები იქნა იმპორტირებული კატარიდან საქართველოში 2024
წლის იანვარ-თებერვალში.
პატივისცემით,
პარლამენტის წევრი
რომან გოცირიძე," - მიმართა გოცირიძემ სადეპუტატო კითხვით საქსტატს. 

საქსტატიდან მიღებული პასუხით ირკვევა, რომ 2024 წელს შეძენილია 1 საფრენი აპარატი, თუმცა ვინ არის მყიდველი უცნობია. 

საქართველოს პარლამენტის წევრს ბატონ რომან გოცირიძეს ბატონო რომან, თქვენი მომართვის (N2006/3-17/24, 21.03.2024 წ.) პასუხად, გიგზავნით სტატისტიკურ მონაცემებს კატარიდან საქართველოში საფრენი აპარატების იმპორტის შესახებ, 2024 წლის იანვარ-თებერვალში. დანართი: ექსელის ფაილი (11 KB). პატივისცემით, გოგიტა თოდრაძე," - წერია პასუხში. 

 

დეპუტატი რომან გოცირიძე ამბობს, სახელმწიფომ უნდა გაასაჯაროოს, ვინ შეისყიდა კატარიდან საფრენი აპარატი და რა არის მისი დანიშნულება.

მსგავსი სიახლეები