რაში სჭირდება ხელისუფლებას რუსეთთან ახალი გზის გაჭრა? - "ოცნება" თავის მართლების რეჟიმშია
რაში სჭირდება ხელისუფლებას რუსეთთან ახალი გზის გაჭრა? - "ქართული ოცნება" თავის მართლების რეჟიმშია. სახელისუფლებო გუნდის ერთ-ერთი ლიდერი შალვა პაპუაშვილი ამტკიცებს, რომ ქვეყანას ეს გზა გეოპოლიტიკური მნიშვნელობისთვის სჭირდება და კრემლის ინტერესებთან კავშირი არ აქვს.
საქართველოზე საუკუნეებია გადის მარშრუტი, რომელიც ჩვენს ქვეყანას აძლევს შესაძლებლობას იმისა, რომ ჰქონდეს მნიშველოვანი გეოპოლიტიკური როლი. აქედან გამომდინარე, საგზაო ინფრასტრუქტურა არის ერთ-ერთი განმაპირობებელი ამ როლისა და ერთ-ერთი მთავარი სტრატეგიული ამოცანა, რაც აქვს ჩვენს ხელისუფლებას, არის სწორედ მაგისტრალების და საგზაო ინფრასტრუქტურის ისე მოწყობა, რომ საქართველომ, როგორც შუა დერეფნის მნიშნვნელოვანმა ნაწილმა, შეასრულოს ის როლი, რასაც ჰქვია დაკავშირება ევროპასა და აზიას შორის, - ამბობს პაპუაშვილი.
"ოცნების" გენერალური მდივანი კი ირმწუნება, რომ უკვე არსებული გზა უმძიმეს მდგომარეობაშია და ახალი პროექტი მხოლოდ ქვეყნის სასიკეთოდ ხორციელდება.
აღნიშნულ პროექტს რუსეთისკენ მიმავალ გზად ფუთავთ? ძალიან დიდი ბოდიში, გაზბეგში რამდენი ადამიანი გადაადგილდება ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები თუნდაც? ამისთვის არსებობს გზა, რომელიც არის უმძიმეს მდგომარეობაში და როდესაც ის პროექტი განხორციელდება, თქვენ არ იაროთ იმ გზით. თქვენ იარეთ ისევ იმ ძველი გზით. ქვეყანაში მთელი რიგი ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება მთელი ქვეყნის მასშტაბით. ვისაც ეს ქვეყანა უყვარს და ვისაც უხარია ქვეყნის გავითარება და წინსვლა, იცლის ახალი, მოწესრიგებული ავტობანებით, - ამბობს კალაძე.
"ხალხის ძალის" ლიდერი გურამ მაჭარაშვილი გზის ამშენებლობის აუცილებლობასთან დაკავშირებულ კითხვას უვიცობას და ხაზარაძის ნარატივის გაგრძელებას უწოდებს.
ეს არის, პრაქტიკულად, გაგრძელება ხაზარაძის ნარატივის, რომ ყაზბეგში ჩვენ ასფალტირებული გზები უნდა ავყაროთ, იმიტომ, რომ არ შემოვიდნენ ტანკები რუსეთიდან. ამ კითხვის ავტორს გადაეცით ჩემგან, რომ ეს არის უვიცობა არა მხოლოდ პოლიტიკაში, არამედ ელემნტალურად, იმ ინფრასტრუქტურულ პროექტებში, - ამბობს მაჭარაშვილი.
ახალი გზა, რომელიც რუსეთისკენ წავა, მილიონები დაჯდება. 225 მილიონიანი ტენდერი უკვე გამოცხადებულია. დარიალზე, აგრესორი ქვეყნის საზღვართან, ახალი გზის თითო კილომეტრი დაახლოებიით 50 მილიონი დაგვიჯდება.
ექსპერტები პირდაპირ ამბობენ, რომ რუსეთთან ჩქაროსნული გზის გაჭრა სწორედ კრემლის ინტერესშია.