"ოცნების" განცხადებები ქვეყანას თავს ჭრის - დავით უსუფაშვილი
ხელისუფლება საკუთარი ანტიევროპული განცხადებებით ქვეყანას თავს ჭრის, - ამის შესახებ "ლელოს" წევრი დავით უსუფაშვილი საუბრობს. ოპოზიციის წევრის თქმით, მსგავსი განცხადებები ევროკავშირში მხოლოდ დაცინვას იმსახურებს.
ამგვარი განცხადებები უმაღლესი თანამდებობის პირების მხრიდან უმაღლესად ჭრის თავს საქართველოს და ქართველ ხალხს. ასეთ განცხადებებს, სრული პასუხისმგბელობით შემიძლია გითხრათ, იქიდან უკვე დამცინავი ღიმილით პასუხობენ, რომ ეს გაყოყოჩებული ბავშვები რის უფლებას აძლევენ საკუთარ თავს, - ამბობს უსუფაშვილი.
პარლამენტის თავმჯდომარე ევროკავშირს აკრიტიკებს და უსამართლობაში ადანაშაულებს.
შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საქართველო უკრაინასთან, მოლდოვასთან და ბოსნია-ჰერცეგოვინასთან შედარებით, ყველა პარამეტრით ლიდერია, თუმცა, ევროკავშირის მხრიდან მაინც დაჩაგრულია, რაც უსამართლობაა.
მსგავსი სიახლეები
ახმეტელ ექიმს, არჩევნებში მონაწილეობა 5 წლით აეკრძალა, რადგან კარგად გამოჩნდა, რომ საზოგადოებრივი ავტორიტეტია - ნიკა გვარამია
ახმეტელ ექიმს, არჩევნებში მონაწილეობა 5 წლით აეკრძალა, რადგან კარგად გამოჩნდა, რომ საზოგადოებრივი ავტორიტეტია და ისიც გასაგები გახდა, რომ სწორედ ამის გამო გაუჩალიჩეს „დანაშაული“ - წერს გვარამია
იმას თუ გააფორმებს სასამართლო, რაც „ოცნებას“ სურს, სახელმწიფო გამოუსწორებელ ზიანს მიიღებს - ბადრი ჯაფარიძე
საზოგადოების წარმომადგენლებსა და ჩვენს შორის სრული თანხვედრაა იმაზე, რომ პარტიების გაუქმების პროცესი არის თავისუფალი სამყაროს წინააღმდეგ მიმართული - ამბობს ოპოზიციის ლიდერი