რა ფულით მოიწყო ექსპრემიერმა ძვირადღირებული არდადაგები - რას ამობენ მმართველ გუნდში
ექსპრემიერის გუშინდელი თავდასხმების შემდეგ "ქართული ოცნება" უხერხულობაშია. მმართველ პარტიაში ვერ პასუხობენ კითხვას, საიდან აქვს ირაკლი ღარიბაშვილს სახსრები, რომ ძვირადღირებული არდადაგები მოიწყოს, თუმცა ამტკიცებენ, რომ ექსპრემიერს დასამალი არაფერი აქვს.
ღარიბაშვილს არავისთან არაფერი დასამალი არ აქვს. ჩემი აზრით, მას აქვს უფლება, მოიქცეს ისე, როგორც ჩათვლის საჭიროდ. ასეთი ადამიანის მიმართ ნებისმიერი არამოტივირებული შეტევა მაინც არ ვთვლი, რომ ღირსეული იყოს მასმედიისთვის. ყველა ადამიანი თავის ურთიერთობას და კომუნიკაციას აწყობს გარე სამყაროსთან. ამის ცოცხალ მაგალითებს იძლევიან ამერიკის პრეზიდენტები.ისინი თითონ ირჩევენ თავის გზას ჟურნალისტებთან, - ამბობს ლადო კახაძე.
მიუხედავად იმისა, რომ ექსპრემიერმა გუშინ საკუთარი შემოსავლების და ხარჯების შესახებ საუბარი არ ისურვა, "ოცნება" მაინც ამტკიცებს, რომ ღარიბაშვილმა ყველა კითხვას ამომწურავი პასუხი გასცა.
მან ყველა კითხვასთან დაკავშირებით ამომწურავად უპასუხა ჟურნალისტებს კითხვებს. ეს მისი პირადი საქმეა სად ავიდა, სად წამოვიდა და როგორ წავიდა და რანაირად წავიდა, - ამბობსრიმა ბერაძე.
შაბათის ეთერის გამოძიებებით გაბრაზებულმა ღარიბაშვილმა გუშინ გამოაცხადა, რომ საკუთარი შემოსავლების და მდიდრული მოგზაურობების შესახებ აღარაფერს იტყვის, რადგან პრემიერი აღარაა და არც ამის ანგარიშვალდებულება აქვს.