ბარიერის გაუქმება თვითმმართველობის არჩევნებისთვის - რას ხედავენ ოპონენტები "ოცნების" განზრახვაში

25.03.24 13:30
ბარიერის გაუქმება თვითმმართველობის არჩევნებისთვის - რას ხედავენ ოპონენტები "ოცნების" განზრახვაში

ცვლილებები საარჩევნო კოდექსში - "ქართული ოცნების" ინიციატივას ოპოზიციაში ეხმაურებიან. როგორც დეპუტატები "პირველებთან" ამბობენ, მმართველი პარტია 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნებისთვის იწყებს მზადებას და ამიტომ დაიწყეს საუბარი საკრებულოს მაჟორიტარების ასარჩევად საჭირო 40-პროცენტიანი ბარიერის გაუქმებაზე.

არჩევნებთან დაკავშირებულ რეკომენდაციაზე „ქართულმა ოცნებამ“ საბოლოოდ თქვა უარი და ახლა სხვადასხვა ტიპის საარჩევნო ცვლილებების ინიცირება არის იგივე ხაზის გაგრძელება, რასაც ჰქვია არჩევნებისთვის მათი მზადება, არჩევნების ფალსიფიკაციისთვის მზადება,“ - ამბობს "ლელოს" დეპუტატი საკრებულოში საბა ბუაძე.

პარლამენტის დეპუტატის პარტია "საქართველოსთვის" წევრის ბექა ლილუაშვილის შეფასებით, "ქართული ოცნება" ერთი მხრივ, ამომრჩეველს ატყუებს, მეორე მხრივ, კი ამ ცვლილებების ინიცირებით დასტურდება, რომ მმართველ პარტიას არ აქვს მოლოდინი, რომ შეძლებს 40-პროცენტიანი ბარიერის გადალახვას. 

შეშინებულია იმით, რომ თვითმმართველობის არჩევნებზე მისმა მაჟორიტარებმა შეიძლება 30 პროცენტიანი ნიშნულიც კი ვერ გადალახონ, სხვაგვარად ვერ იხსნება რატომ უნდა უნდოდეს 40-პროცენტიანი ბარიერის გაუქმება და ამასთან ერთად მეორე ტურების, როგორც ინსტრუმენტის საერთოდ გაუქმება, იმიტომ, რომ არ არის დარწმუნებული და ეშინია, რომ 40 პროცენტს კი არა, 30 პროცენტს და 35 პროცენტს ვერ გადალახავს. ცდილობს, რომ რაღაც პრივილეგიები მიანიჭოს ადგილობრივ ფეოდალებს და ვითომ შექმნას ილუზია, რაც კომიკურია, მათი დამშვიდების მიზნით, რომ რაღაც პრივილეგიები ექნებათ და იქნებიან ე.წ. ამომრჩევლის დელეგატები. მეორე მხრივ, ამომრჩევლის მოტყუებაა მიზანი,“ - ამბობს ბექა ლილუაშვილი.

მმართველი პარტია საარჩევნო კოდექსს ცვლის - ცვლილებების თანახმად, უქმდება საკრებულოს მაჟორიტარების ასარჩევი 40-პროცენტიანი ბარიერი.

მსგავსი სიახლეები