სად წავა ყოფილი პრემიერი, "ტვ პირველის" საქმე არ არის - "ოცნება" ღარიბაშვილს იცავს
ექსპრემიერის ძვირადღირეული არდადეგები - "ქართული ოცნება" ირაკლი ღარიბაშვილს იცავს. მმართველი პარტია ერთხმად ამტკიცებს, რომ ღარიბაშვილი პრემიერი აღარ არის და შესაბამისად, არც იმ ხარჯების წარმომავლობაზეა ანგარიშვალდებული, რომლითაც დასასვენებლად დადის.
კაცი იყო პრემიერ-მინისტრი, შვებულებაც, არაშვებულებაც, წასვლაც, წამოსვლაც ყველაფერი დაკლარირებული კი არა, უნდა ჰქონოდა საჯაროც, მათ შორის. ასეც იყო, მაგრამ პარტიის თავმჯდომარე შვებულებაში წავა თუ არა, რა ტელევიზიის და თქვენი, ხაზარაძის ტელევიზიის საქმეა, ღარიბაშვილი წავა შვებულებაში, დაისვენებს 5 დღით, 3 დღით თუ 6 დღით? პარტიულ შვებულებებს ნამდვილად არავინ ეკითხება ხაზარაძეს და არც არავის, - ამბობს მდინარაძე.
ამავეს ამტკიცებს დავით მათიკაშვილიც.
ცდილობთ, რომ ტყუილი გააჟღეროთ, იმიტომ, რომ იმ მომენტიდან, რა მომენტიდანაც ადამიანი აღარ არის თანამდებობის პირი, ის აღარ ავსებს დეკლარაციას. ავსებს დეკლარაციას იმ პერიოდზე, რა პერიოდზეც იყო თანამდებობის პირი და ახლა, პარტიის თავმჯდომარე სად წავა დასასვენებლად და როგორ, "ტვ პირველის" საქმე ნამდვილად არ არის, - ამბობს დავით მათიკაშვილი.
"ხალხის ძალის" ლიდერი სოზარ სუბარი კი ირწმუნება, რომ ექსპრემიერის მსგავსად საქართველოს მოქალაქეების დიდი ნაწილი მსოფლიოში მოგზაურობს და ამაში გასაკვირი არაფერია.
როცა ამბობთ, "ძირადღირებული მოგზაურობა", რა იცით, რამდენად ძირადღირებული იყო? ამის შესახებ ჯერ ინფორმაცია არ გვაქვს. საქართველოს, პრაქტიკულად, ყველა მოქალაქე ყოველწლიურად მოგზაურობს მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში, დღეს ეს პრობლემა არ არის და არ მგონია, ირაკლი ღარიბაშვილისთვის ერთი ვიზიტი იყოს პრობლემა. აბსოლუტურად არ გაინტერსებთ როგორ დადიოდა, მაგალითად, მიხეილ სააკაშვილი დუბაიში თუ სხვა და სხვა ქვეყნებში და ბიუჯეტის ფულით როგორ უხდიდა კერძო ვიზიტში მყოფ ადამიანებს, - ამბობს სუბარი.
შაბათის ეთერის გამოძიებებით გაბრაზებულმა ღარიბაშვილმა გუშინ გამოაცხადა, რომ საკუთარი შემოსავლების და მდიდრული მოგზაურობების შესახებ აღარაფერს იტყვის, რადგან პრემიერი აღარაა და არც ამის ანგარიშვალდებულება აქვს.
მსგავსი სიახლეები
ახმეტელ ექიმს, არჩევნებში მონაწილეობა 5 წლით აეკრძალა, რადგან კარგად გამოჩნდა, რომ საზოგადოებრივი ავტორიტეტია - ნიკა გვარამია
ახმეტელ ექიმს, არჩევნებში მონაწილეობა 5 წლით აეკრძალა, რადგან კარგად გამოჩნდა, რომ საზოგადოებრივი ავტორიტეტია და ისიც გასაგები გახდა, რომ სწორედ ამის გამო გაუჩალიჩეს „დანაშაული“ - წერს გვარამია
იმას თუ გააფორმებს სასამართლო, რაც „ოცნებას“ სურს, სახელმწიფო გამოუსწორებელ ზიანს მიიღებს - ბადრი ჯაფარიძე
საზოგადოების წარმომადგენლებსა და ჩვენს შორის სრული თანხვედრაა იმაზე, რომ პარტიების გაუქმების პროცესი არის თავისუფალი სამყაროს წინააღმდეგ მიმართული - ამბობს ოპოზიციის ლიდერი