"რა მოხდა მერე?" - "ოცნებაში" ძვირადღირებულ არაბულ არდადაგებზე წასვლა არ უკვირთ
"ოცნებაში" ძვირადღირებულ არაბულ არდადაგებზე წასვლა არ უკვირთ. "რა მოხდა მერე?" - ასე პასუხობს "პირველების" კითხვას ბეჟან წაქაძე, რომელიც დუბაიში ექსპრემიერის დასვენებას უკავშირდებოდა.
არაფერი დასამალი არ აქვს. რა ფული იშოვა? რაღაც საშინელი ციფრი დაასახელეთ, არ ღირს იმდენი ის სასტუმრო. მერე რა მოხდა?, - ამბობს წაქაძე.
მოპოვებულია ფოტო და ვიდეო ტკიცებულება, რომელიც გადაყენებულ პრემიერს დუბაიში დასვებებისას გადაუღეს. ირაკლი ღარიბაშვილი სპარსეთის ყურის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროზე მდებარე ერთ ერთი ყველაზე ძვირადღირებული სასტუმრო "ჯუმეირა ბიჩ ჰოტელში" დააფიქსირეს.
"შაბათის ეთერის" ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილი დუბაის მზიან და ქვიშიან სანაპიროზე, დასასვენებლად, ცოლთან, შვილებთან და სავარაუდოდ სიდედრთან ერთად გაემგზავრა.
მსგავსი სიახლეები
ახმეტელ ექიმს, არჩევნებში მონაწილეობა 5 წლით აეკრძალა, რადგან კარგად გამოჩნდა, რომ საზოგადოებრივი ავტორიტეტია - ნიკა გვარამია
ახმეტელ ექიმს, არჩევნებში მონაწილეობა 5 წლით აეკრძალა, რადგან კარგად გამოჩნდა, რომ საზოგადოებრივი ავტორიტეტია და ისიც გასაგები გახდა, რომ სწორედ ამის გამო გაუჩალიჩეს „დანაშაული“ - წერს გვარამია
იმას თუ გააფორმებს სასამართლო, რაც „ოცნებას“ სურს, სახელმწიფო გამოუსწორებელ ზიანს მიიღებს - ბადრი ჯაფარიძე
საზოგადოების წარმომადგენლებსა და ჩვენს შორის სრული თანხვედრაა იმაზე, რომ პარტიების გაუქმების პროცესი არის თავისუფალი სამყაროს წინააღმდეგ მიმართული - ამბობს ოპოზიციის ლიდერი