თბილისში ერთ-ერთ აფთიაქს 917 ერთეული ფსიქოტროპული მედიკამენტი ჩამოერთვა
სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ, ფარმაცევტული დაწესებულებების ინსპექტირებისას, თბილისში მდებარე ერთ-ერთ აფთიაქში დიდი ოდენობით ფსიქოტროპული მედიკამენტი აღმოაჩინა.
რეგულირების სააგენტოს, ფარმაცევტული საქმიანობის ინსპექტირების სამმართველოს თანამშრომლებმა, აფთიაქში პირველ ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის საკონტროლო შესყიდვა განახორციელეს, რის შემდეგაც, დაწესებულებაში ჩატარებული კონტროლის ღონისძიების შედეგად დადასტურდა, რომ ადგილი ჰქონდა უკანონო ფარმაცევტულ საქმიანობას და აღნიშნული ფსიქოტროპული ნივთიერებები დაწესებულებას მიღებული ჰქონდა კანონდარღვევით.
უნებართვოდ არსებული, პირველ ჯგუფს მიკუთვნებული 917 ერთეული ფარმაცევტული პროდუქტი დაილუქა და ჩამოერთვა დაწესებულებას. დარღვევასთან დაკავშირებით შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი გადაეგზავნა სასამართლოს, შემდგომი რეაგირებისთვის.