შეყვარებულის დაჭრაში ბრალდებული განსასჯელის სკამზეა - რას იტყვის ახალგაზრდა ქალი
შეყვარებულის დაჭრისთვის დაკავებული 28 წლის ქალი საქალაქო სასამართლოში მიიყვანეს. სისხლიანი დაპირისპირება შეყვარებულებს შორის ფონიჭალაში ორი დღის წინ მოხდა.
დანით დაჭრილი კაცი ამ დრომდე საავადმყოფოშია. მაკა ალექსანდრიას ადვოკატი სასამართლოს გირაოს შუამდგომლობით მიმართავს. პროკურატურა პატიმრობიდან გათავისუფლების წინააღმდეგია.
არ ყოფილა არც მრავლობითი დაზიანებები. მათ შორის გარკვეული უთანხმოება მოხდა, მაგრამ უთანხმოებას სერიოზული საფუძველი ედო წინ. ახლა რეალურად მისი მდგომარეობა ძალიან მძიმეა ფსიქოლოგიურად და მათ შორის ჯანმრთელობის კუთხითაც და გარკვეული დაზიანებები აქვს მასაც მიღებული, რამდენიმე ნაკერი აქვს დადებული, ხელზე აქვს ჭრილობა...
თავდაცვის მიზნით იყო ეს დაზიანებები მიღებული და არ ყოფილა არც მიზანმიმართული თვითდაზიანება,“ - ამბობს ადვოკატი.
მსგავსი სიახლეები
ახმეტელ ექიმს, არჩევნებში მონაწილეობა 5 წლით აეკრძალა, რადგან კარგად გამოჩნდა, რომ საზოგადოებრივი ავტორიტეტია - ნიკა გვარამია
ახმეტელ ექიმს, არჩევნებში მონაწილეობა 5 წლით აეკრძალა, რადგან კარგად გამოჩნდა, რომ საზოგადოებრივი ავტორიტეტია და ისიც გასაგები გახდა, რომ სწორედ ამის გამო გაუჩალიჩეს „დანაშაული“ - წერს გვარამია
იმას თუ გააფორმებს სასამართლო, რაც „ოცნებას“ სურს, სახელმწიფო გამოუსწორებელ ზიანს მიიღებს - ბადრი ჯაფარიძე
საზოგადოების წარმომადგენლებსა და ჩვენს შორის სრული თანხვედრაა იმაზე, რომ პარტიების გაუქმების პროცესი არის თავისუფალი სამყაროს წინააღმდეგ მიმართული - ამბობს ოპოზიციის ლიდერი