სამოქალაქო აქტივისტების გადაადგილებას სუს-ი აკონტროლებდა - ვიდეომასალა ტვ პირველმა მოიპოვა

06.07.21 15:11
სამოქალაქო აქტივისტების გადაადგილებას სუს-ი აკონტროლებდა - ვიდეომასალა ტვ პირველმა მოიპოვა

ტვ პირველმა მოიპოვა ვიდეომასალა, სადაც ჩანს, თუ როგორ დევნიდნენ რადიკალური დაჯგუფებები გუშინ ლგბტ თემის წარმომადგენლებს და თბილისი პრაიდის ორგანიზატორებს. ვიდეოკადრებით დგინდება, რომ სამოქალაქო აქტივისტების გადაადგილებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აკონტროლებდა, რაც პრაქტიკულად, ადასტურებს ეჭვს, რომ  მოძალადე რაზმებს ინფორმაციას პრაიდის ორგანიზატორების ადგილ სამყოფელის შესახებ სწორედ სუს-ი გადასცემდა. 

ერთ-ერთი ადევნებული პირი ადასტურებს, რომ სუს-ის თანამშრომელია, თუმცა ამტკიცებს, რომ თბილისი პრაიდის მონაწილეების უსაფრთხოებას იცავდა. მისი ეს განცხადება საეჭვოდ მიაჩნიათ პრაიდის ორგანიზატორებს, რადგან მხოლოდ ერთი კაცი მრავალრიცხოვანი მოძალადეებისგან მათ ვერ დაიცავდა. 
გუშინ  უსაფრთხოების მიზნით მარშის მონაწილეებს ლოკაციის შეცვლა რამდენჯერმე მოუწიათ, თუმცა მოძალადეები მათ ყველა ადგილსამყოფელზე ჩნდებობდნენ.