"ოცნების" გუნდში უმძიმესი დაპირისპირებაა - კუპრაძე
გასაჭირში მყოფი "ქართული ოცნება" და არჩევნების წაგების შიში ოლიგარქის გუნდში - ასე აფასებს "ლელოს" გენერალური მდივანი, ირაკლი კუპრაძე ხელისუფლების ბოლოდროინდელ მიღებულ გადაწყვეტილებებს და "საჯარო პოლიტიკის" ეთერში პირდაპირ ამბობს, რომ პარლამენტის მიერ პრეზიდენტის დაძლეული ვეტოთი მთავრობამ ცენტრალური საარჩევნო კომისია სრულად მიიტაცა.
კუპრაძე 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში "ოცნების" მიერ ძალაუფლების დაკარგვის მკაფიო პერსპექტივას ხედავს და აცხადებს, რომ ერთადერთი ძალა, რომლითაც ივანიშვილის პარტია აქამდე ხელისუფლებაში ყოფნას ახერხებდა, მაჟორიტარები იყვნენ.
"ოცნებას" შიგნით აქვს დიდი დაპირისპირება. ფაქტობრივი ინფორმაციის საფუძველზე ვიცით, რომ "ოცნების" გუნდში არის უმძიმესი დაპირისპირება, რადგან "ოცნება" შედგება ადგილობრივი ფეოდალებისგან. ის ენუქიძეები, რომლებსაც 5-მილიონი, 10-მილიონი აპატიეს, ვიღაც კომოს ტბაზე დაასვენეს და ასე. ეს არის გვერდიდან ჩაწოდებული კორუფციული სქემები. "ოცნების" დეპუტატები ადგილობრივი ფეოდალები არიან, მაგალითად ანზორ ბოლქვაძე, ენუქიძე. ეს ადამიანები იბრძვიან პოზიციებისთვის. "ოცნება" ყოველთვის მაჟორიტარების ხარჯზე იგებდა. ეს ადამიანები, ბოლქვაძე იქნება, თუ ენუქიძე, ყველა "ნაციონალური მოძრაობის" წევრი იყო. გადაბარებული ფეოდალები არიან. ანზორ ბოლქვაძე "ნაციონალური მოძრაობის" გულმხურვალე მხარდამჭერი იყო და 2012 წლის შემდეგ აღმოჩნდა "ქართულ ოცნებაში", - ამბობს კუპრაძე.
მსგავსი სიახლეები
ახმეტელ ექიმს, არჩევნებში მონაწილეობა 5 წლით აეკრძალა, რადგან კარგად გამოჩნდა, რომ საზოგადოებრივი ავტორიტეტია - ნიკა გვარამია
ახმეტელ ექიმს, არჩევნებში მონაწილეობა 5 წლით აეკრძალა, რადგან კარგად გამოჩნდა, რომ საზოგადოებრივი ავტორიტეტია და ისიც გასაგები გახდა, რომ სწორედ ამის გამო გაუჩალიჩეს „დანაშაული“ - წერს გვარამია
იმას თუ გააფორმებს სასამართლო, რაც „ოცნებას“ სურს, სახელმწიფო გამოუსწორებელ ზიანს მიიღებს - ბადრი ჯაფარიძე
საზოგადოების წარმომადგენლებსა და ჩვენს შორის სრული თანხვედრაა იმაზე, რომ პარტიების გაუქმების პროცესი არის თავისუფალი სამყაროს წინააღმდეგ მიმართული - ამბობს ოპოზიციის ლიდერი