"ოცნებამ" პრეზიდენტის ვეტო დაძლია

19.03.24 18:21
"ოცნებამ" პრეზიდენტის ვეტო დაძლია

78 მომხრე 13 წინააღმდეგი - ბრძოლა ცენტრალური საარჩევნო კომისიისთვის დასრულებულია - "ოცნებამ" პრეზიდენტის ვეტო დაძლია.

საარჩევნო ცვლილელების თანახმად, პრეზიდენტი ცესკოს წევრებს აღარ შეარჩევს - ცესკოს თავმჯდომარის არჩევის წესი იცვლება და უქმდება ოპოზიციისთვის განკუთვნილი თავმჯდომარის მოადგილის პოსტი.

კანონპროექტის თანახმად, 76 ხმის ნაცვლად, რომლითაც არსებული სისტემის მიხედვით ცესკოს თავმჯდომარე და წევრები 5 წლის ვადით ირჩევიან, ახლა საჭირო იქნება 90 ხმის მობილიზება, ანუ ხმების 3/5-ის. იმ შემთხვევაში, თუ 90 ხმა ვერ მოგროვდა, გადაწყვეტილების მიღება ისევ 76-ხმიანი სისტემით მოხდება. თუ საკანონმდებლო ორგანოში ვერც 76 ხმაზე შეთანხმდა, მაშინ პარლამენტი კანდიდატებს საქართველოს პრეზიდენტს წარუდგენს და პრეზიდენტი გადაწყვეტილებას ერთპიროვნულად მიიღებს.

ასევე, ძალაში რჩება საარჩევნო კანონმდებლობასა და პარლამენტის რეგლამენტში შეტანილი ცვლილებები, რომლის თანახმადაც, კანდიდატების შესარჩევ კონკურსს პრეზიდენტის ნაცვლად პარლამენტის თავმჯდომარე გამოაცხადებს და ცესკოს თავმჯდომარისა და ცესკოს წევრების კანდიდატურებს პარლამენტის თავმჯდომარე წარუდგენს პარლამენტს.

პარლამენტში ვეტოს დაძლევაზე მსჯელობა კამათის და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა. სხდომათა დარბაზში "ოცნების" სრული მობილიზება იყო.

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს მოუწია იმის ახსნაც, რომ "ოცნების" წევრების განცხადებები, თითქოს პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები წინააღმდეგობაში მოდის ვენეციის რეკომენდაციებთან, სიმართლეს არ შეესაბამება. 

საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები რომ საფრთხის შემცველი იყო, ამაზე სამართლიანი არჩევნები რამდენიმე თვის წინ წერდა

მსგავსი სიახლეები