"ფსევდო ლიბერალი" - "ოცნება" ცნობილ პოლიტოლოგს ივანიშვილის გაკრიტიკების გამო ლანძღავს
"ფსევდო ლიბერალი" - "ოცნება" ცნობილ პოლიტოლოგს თავს ივანიშვილის გაკრიტიკების გამო ესხმის. ირაკლი ზარქუა ამტკიცებს, რომ ფრენსის ფუკუიამამ საქართველოს შესახებ არაფერი იცის და ამიტომ მსგავსი განცხადებები მისგან გასაკვირი არ არის. მმართელი პარტიის წევრი პოლიტოლოგს ურჩევს, ქართელი ხალხის აზრს გაეცნოს.
ეს არის ამერიკელი, სხვათაშორის, ცნობილი ლიბერალია, მოდი, დავარქვათ ფსევდოლიბერალი, რომლისთვისაც მნიშვნელობა არ აქვს ტრადიციას, არ აქვს კულტურას, არ აქვს შენს ისტორიას მნიშნელობა. ასეთი კაცია და ასეთი კაცისგან ეს განცხადება არ უნდა გაგვიკვირდეს. ეს ფსევდოლიბერალები უამრავი ჰყავს მსოფლიოს, ერთ-ერთი ცნობილი და გამორჩეულია სწორედ ეს ადამიანი. ჩამობრძანდეს აქ და აბა, დაიაროს სათითაოდ ჩვენი ქვეყანა და მათი აზრი მოისმინოს და მერე, აბა, ერთი, მაინტერესებს, რა პოძიციას დააფიქსირებს. თუ შეხვდება გიჟ ჯაფარას,თუ შეხვდება ხოშტარიას, ამ უსამშობლოებს თუ შეხვდება, მაშინ მესმის, ამ პოზიციაზე იქნება, მაგრამ ხალხს შეხვდეს, დაელაპარაკოს, - ამბობს ზარქუა.
მსოფლიოში ცნობილი პოლიტიოლოგი ფრენსის ფუკუიამა საქართველოს განვითარების მთავარ დაბრკოლებად ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის გავლენას ასახლებს. "პირველების" კითხვის პასუხად თბილისში ფორუმზე ჩამოსულმა ფუკუაიმამ პირდაპირ თქვა, რომ ოლიაგარქი ივანიშვილი ქართველი ხალხის აზრს არ გამოხატავს. ფუკუიამ ოლიგარქიული მმართველობის პრობლემებზე საჯაროდ ისაუბრა და დეტალურად ახსნა, როგორ აფერხებს საქართველოს განვითარებას ივანიშვილის არაფორმალური მართვის სტილი.
მსგავსი სიახლეები
ახმეტელ ექიმს, არჩევნებში მონაწილეობა 5 წლით აეკრძალა, რადგან კარგად გამოჩნდა, რომ საზოგადოებრივი ავტორიტეტია - ნიკა გვარამია
ახმეტელ ექიმს, არჩევნებში მონაწილეობა 5 წლით აეკრძალა, რადგან კარგად გამოჩნდა, რომ საზოგადოებრივი ავტორიტეტია და ისიც გასაგები გახდა, რომ სწორედ ამის გამო გაუჩალიჩეს „დანაშაული“ - წერს გვარამია
იმას თუ გააფორმებს სასამართლო, რაც „ოცნებას“ სურს, სახელმწიფო გამოუსწორებელ ზიანს მიიღებს - ბადრი ჯაფარიძე
საზოგადოების წარმომადგენლებსა და ჩვენს შორის სრული თანხვედრაა იმაზე, რომ პარტიების გაუქმების პროცესი არის თავისუფალი სამყაროს წინააღმდეგ მიმართული - ამბობს ოპოზიციის ლიდერი