შეიძლება, მართლა დამნაშავეა... - მდინარაძე რუსეთში გასამართლებულ ქართველზე (ვიდეო)
"პუტინსაც შეიძლება ჰყავს კანონიერად დაპატიმრებული"- ასე პასუხობს "პირველებს" კითხვას მამუკა მდინარაძე. უმრავლესობის ლიდერს მას შემდეგ მივმართეთ, რაც ცნობილი გახდა, რომ მოსკოვის ბასმანის სასამართლომ საქართველოს მოქალაქე ალექსანდრე ინასარიძეს ყირიმის ხიდზე ტერაქტის მოწყობის საქმეზე წინასწარი პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა.
მამუკა მდინარაძემ ფაქტი საერთოდ ვერ გაიხსენა და მედია ისევ ოროვოკაციული კითხვის დასმაში დაადანაშაულა.
ანუ მართლა არ იყო დამნაშავე? არ ვიცი, ვერ მივხვდი, ზუსტად არ ვიცი... უდანაშაულო იყო და შეუფარდეს სასჯელი თუ რა მოხდა? შეიძლება მართლა დამნაშავეა ამ შემთხვევაში, მე წარმოდგენა არ მაქვს. რავიცი მე, სისხლის სამართლის მასალებს ვიცნობ თუ?...
პუტინის გამოძიება რას ჰქვია? პუტინი ვიღაცას კანონიერად აკავებს, სააკაშვილსაც ჰაყვდა კანონიერი პატიმრები, კანონიერად დაკავებული პატიმრები. პუტინსაც შეიძლება ჰყავდეს ვიღაცა კანონიერად დაპატიმრებული და უკანონოდ დაპატიმრებული.
ჩემი სუბიექტური აზრია, რომ თქვენ ხართ ამ წუთში ადამიანი, რომელიც პროვოკაციულ კითხვებს სვამთ საქართველოს დადანაშაულების მიზნით. ერთი სიტყვა არ დამამთავრებინეთ, რატომ არ იცითო, მაწვებით და მე გეუბნებით, რომ საგარეომ იცის და დაუსვით ეს კითხვები-მეთქი და კონკრეტიკას მეკითხებით და რანაირად გითხრათ კონკრეტიკა, თქვენგან გავიგე ამბავი. არ არის პროვოკაცია? სულ პროვოკატორეი ხართ და რა გავაკეთო?, - ამბობს მდინარაძე.
მსგავსი სიახლეები
ახმეტელ ექიმს, არჩევნებში მონაწილეობა 5 წლით აეკრძალა, რადგან კარგად გამოჩნდა, რომ საზოგადოებრივი ავტორიტეტია - ნიკა გვარამია
ახმეტელ ექიმს, არჩევნებში მონაწილეობა 5 წლით აეკრძალა, რადგან კარგად გამოჩნდა, რომ საზოგადოებრივი ავტორიტეტია და ისიც გასაგები გახდა, რომ სწორედ ამის გამო გაუჩალიჩეს „დანაშაული“ - წერს გვარამია
იმას თუ გააფორმებს სასამართლო, რაც „ოცნებას“ სურს, სახელმწიფო გამოუსწორებელ ზიანს მიიღებს - ბადრი ჯაფარიძე
საზოგადოების წარმომადგენლებსა და ჩვენს შორის სრული თანხვედრაა იმაზე, რომ პარტიების გაუქმების პროცესი არის თავისუფალი სამყაროს წინააღმდეგ მიმართული - ამბობს ოპოზიციის ლიდერი