პირველი ინტერვიუ რუსეთის მიერ ყირიმის ხიდის აფეთქებაში ბრალეული კაცის დედასთან (ვიდეო)
პირველი ინტერვიუ რუსეთის მიერ ყირიმის ხიდის აფეთქებაში ბრალეული კაცის ოჯახთან - ალექსანდრე ინასარიძის დედა, რომელსაც პუტინის რეჟიმმა დაპატიმრების განაჩენი გამოუტანა გადაწყვეტილებას აბსურდს უწოდებს.
"არ ვიცი სად არის (ალექსანდრე ინასარიძე), რუსეთის განაჩენს დიდი მნიშვნელობა არ აქვს"- ამბობს დალი მიქელაძე.
მოსკოვის ბასმანის სასამართლომ საქართველოს მოქალაქე ალექსანდრე ინასარიძეს ყირიმის ხიდზე ტერაქტის მოწყობის საქმეზე წინასწარი პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა.
საქართველოს მოქალაქეს რუსეთი პრაქტიკულად ტერორიზმში სდებს ბრალს, ამტკიცებს, რომ ალექსანდრე ინასარიძე ყირიმის ხიდის აფეთქების თანამონაწილე იყო.
მსგავსი სიახლეები
ახმეტელ ექიმს, არჩევნებში მონაწილეობა 5 წლით აეკრძალა, რადგან კარგად გამოჩნდა, რომ საზოგადოებრივი ავტორიტეტია - ნიკა გვარამია
ახმეტელ ექიმს, არჩევნებში მონაწილეობა 5 წლით აეკრძალა, რადგან კარგად გამოჩნდა, რომ საზოგადოებრივი ავტორიტეტია და ისიც გასაგები გახდა, რომ სწორედ ამის გამო გაუჩალიჩეს „დანაშაული“ - წერს გვარამია
იმას თუ გააფორმებს სასამართლო, რაც „ოცნებას“ სურს, სახელმწიფო გამოუსწორებელ ზიანს მიიღებს - ბადრი ჯაფარიძე
საზოგადოების წარმომადგენლებსა და ჩვენს შორის სრული თანხვედრაა იმაზე, რომ პარტიების გაუქმების პროცესი არის თავისუფალი სამყაროს წინააღმდეგ მიმართული - ამბობს ოპოზიციის ლიდერი