ასეთი ემოცია ცხოვრებაში არ მქონია, მადლობა ქართველ გულშემატკივარს - კვარაცხელიას პირველი კომენტარი
"უბედნიერესები ვართ, ასეთი ემოცია არ გვქონია", - ასე ეხმაურება ხვიჩა კვარაცხელია ისტორიულ შედეგს, რომელიც ეროვნულმა ნაკრებმა აჩვენა.
როგორც კვარაცხელია ამბობს, ახლა ყველა დაიჯერებს ნაკრების სიძლიერეს. კვარაცხელიამ მადლობა გადაუხადა გულშემატკივრებს.
ჩვენც ვამაყობთ თქვენით, იმის მიუხედავად, რომ ზოგს არ სჯეროდა ჩვენი, ახლა დაიჯერებენ. უბედნიერესები ვართ, ასეთი ემოცია არ გვქონია, მადლობა ქართველ გულშემატკივარს იმიტომ, რომ 120 წუთი ასეთი გულშემატკივრობა არსად არ მინახავს, თქვენ იყავით ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომ გავიმარჯვეთ,’ - თქვა ხვიჩა კვარაცხელიამ.
საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ისტორიაში პირველად გავიდა - ისტორიული მატჩი საქართველოს ნაკრების გამარჯვებით დასრულდა. საქართველოს ნაკრებმა საბერძნეთი პენალტების სერიაში დაამარცხა.
"სიხარულისგან აღარ ვარ. კიდევ მეტი გამარჯვებები, წარმატებები! დიდება საქართველოს!" - ასეთია საქართველოს ისტორიული გამარჯვების შემდეგ გულშემატკივრების რეაქციები.
მსგავსი სიახლეები
ახმეტელ ექიმს, არჩევნებში მონაწილეობა 5 წლით აეკრძალა, რადგან კარგად გამოჩნდა, რომ საზოგადოებრივი ავტორიტეტია - ნიკა გვარამია
ახმეტელ ექიმს, არჩევნებში მონაწილეობა 5 წლით აეკრძალა, რადგან კარგად გამოჩნდა, რომ საზოგადოებრივი ავტორიტეტია და ისიც გასაგები გახდა, რომ სწორედ ამის გამო გაუჩალიჩეს „დანაშაული“ - წერს გვარამია
იმას თუ გააფორმებს სასამართლო, რაც „ოცნებას“ სურს, სახელმწიფო გამოუსწორებელ ზიანს მიიღებს - ბადრი ჯაფარიძე
საზოგადოების წარმომადგენლებსა და ჩვენს შორის სრული თანხვედრაა იმაზე, რომ პარტიების გაუქმების პროცესი არის თავისუფალი სამყაროს წინააღმდეგ მიმართული - ამბობს ოპოზიციის ლიდერი