მიხარია, რომ გულშემატკივარი გავაბედნიერეთ - ოცნება ავიხდინეთ - მამარდაშვილი
„არა მარტო პენალტების დროს, მთელი თამაში რთული იყო, დიდ წნეხს და პასუხისმგებლობას გრძნობ. ემოციური თამაში იყო, მინდოდა, რომ ეს ხალხი გაგვეხარებინა,“ - ამ განცხადებას გიორგი მამარდაშვილი აკეთებს.
გიორგი მამარდაშვილი გულშემატკივრებს მადლობას უხდის.
ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო გულშემატკივრებს, მთელი ეს დროა გვერდში გვიდგას და გვამხნევებენ, მათი დიდი დამსახურებაა, დღეს რომ აქ ვართ, მიხარია, რომ გავაბედნიერეთ და გავედით ევროპის ჩემპიონატზე - ოცნება ავიხდინეთ,“ - თქვა მამარდაშვილმა.
საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ისტორიაში პირველად გავიდა - ისტორიული მატჩი საქართველოს ნაკრების გამარჯვებით დასრულდა. საქართველოს ნაკრებმა საბერძნეთი პენალტების სერიაში დაამარცხა.
"სიხარულისგან აღარ ვარ. კიდევ მეტი გამარჯვებები, წარმატებები! დიდება საქართველოს!" - ასეთია საქართველოს ისტორიული გამარჯვების შემდეგ გულშემატკივრების რეაქციები.
მსგავსი სიახლეები
ახმეტელ ექიმს, არჩევნებში მონაწილეობა 5 წლით აეკრძალა, რადგან კარგად გამოჩნდა, რომ საზოგადოებრივი ავტორიტეტია - ნიკა გვარამია
ახმეტელ ექიმს, არჩევნებში მონაწილეობა 5 წლით აეკრძალა, რადგან კარგად გამოჩნდა, რომ საზოგადოებრივი ავტორიტეტია და ისიც გასაგები გახდა, რომ სწორედ ამის გამო გაუჩალიჩეს „დანაშაული“ - წერს გვარამია
იმას თუ გააფორმებს სასამართლო, რაც „ოცნებას“ სურს, სახელმწიფო გამოუსწორებელ ზიანს მიიღებს - ბადრი ჯაფარიძე
საზოგადოების წარმომადგენლებსა და ჩვენს შორის სრული თანხვედრაა იმაზე, რომ პარტიების გაუქმების პროცესი არის თავისუფალი სამყაროს წინააღმდეგ მიმართული - ამბობს ოპოზიციის ლიდერი