გამოძიება უნდა დაინტერესდეს, საიდან აქვს ღარიბაშვილის პენსიონერ მამას 150 ათასი ლარი - ბუაძე

27.03.24 15:18
გამოძიება უნდა დაინტერესდეს, საიდან აქვს ღარიბაშვილის პენსიონერ მამას 150 ათასი ლარი - ბუაძე

"ლელოს" წევრი საბა ბუაძე მოითხოვს, გამოძიება ირაკლი ღარიბაშვილის ფულის წარმომადვლობით დაინტერესდეს.

ბუაძის თქმით, ის, რომ ყოფილი პრემიერის მამას არანაირი ლეგალური შემოსავლის წყარო არ გააჩნია ამძაფრებს კითხვის ნიშნებს, რაც ღარიბაშვილის ტოტალურ კორუფციასთან დაკავშირებით არსებობს.

მთავარი, რითაც უნდა დაინტერესდეს გამოძიება არის, საიდან აქვს ღარიბაშვილის პენსიონერ მამას 150 ათასი ლარი მაშინ, როდესაც არანაირი ლეგალური შემოსავლის წყარო არ ფიქსირდება, არ ფიქსირდება არც მის სახელზე რიცხული კომპანია, საიდანაც ეს შემოსავალი მოვიდოდა და ბუნებრივია, ეს ყველაფერი ამძაფრებს იმ ძალიან რეალურ კითხვის ნიშნებს, რაც ღარიბაშვილის ტოტალურ კორუფციასთან დაკავშირებით არსებობს", - განაცხადა საბა ბუაძემ.

რა წერია 23 მარტს შევსებულ განახლებულ დეკლარაციაში?

  • 2023 წელსაც, წინა წლების მსგავსად, ირაკლი ღარიბაშვილს მშობლებმა 150 000 ლარი აჩუქეს;
  • ყოფილი პრემიერის ხელფასი გასულ წელს 45,1 ათასი ლარი იყო (14 ათასი ლარით მეტი, ვიდრე 2022 წელს).
  • ღარიბაშვილი ამტკიცებს, რომ 2023 წლის 30 ოქტომბრიდან 2024 წლის 23 მარტამდე მან დანაზოგი 40-დან 50 ათას ლარამდე გაეზარდა.

მდიდრული ოჯახური წვეულება

დოკუმენტის მიხედვით, წვეულების ორგანიზება პრემიერის ოჯახს 15 000 ლარი დაუჯდა

ირკვევა ისიც, რომ ცოლისთვის საჩუქარად გადაცემულ ტყის სარგებლობისთვის ღარიბაშვილმა  6255 ლარი დახრაჯა.

ყოფილი პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის განახლებული დეკლარაციის მიხედვით, ღარიბაშვილის შვილის აშშ-ში გადაფრენა 109 000 ლარი დაჯდა. 

  •  „ოჯახის მოგზაურობასთან დაკავშირებული საჰაერო რეისის (თბილისი-მიუნხენი-თბილისი) ხარჯი ანაზღაურებულ იქნა უშუალოდ რეისის დამკვეთის (მშობლის) მიერ ორ ეტაპად: პირველ ეტაპზე – 94 500 ლარი; მეორე ეტაპზე – 15 000 ლარი” - წერია  თანამდებობის პირის ქონებრივი დეკლარაციაში. 

დოკუმენტების მიხედვით, ოჯახის მოგზაურობისთვის ასევე დაიხარჯა 20000 USD.

ექსპრემიერი ამტკიცებს, რომ პენსიონერმა მამამ ირაკლი ღარიბაშვილს 2023 წელს 150 000 ლარი აჩუქა.

სკანდალური ჟურნალისტური გამოძიება შვილის აშშ-ში ჩარტერული რეისით წაიყვანასთან დაკავშირებით "შაბათის ეთერმა" ჩაატარა.

„საქართველოს ავიახაზების” ხელმძღვანელს, თამაზ გაიაშვილს „ტვ პირველთან” იმის აღიარებაც მოუწია, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა პირადი ფრენისთვის სამთავრობო თვითმფრინავი გამოიყენა.

საბოლოოდ, ფაქტებით დადასტურდა, რომ მთავრობის მაშინდელმა მეთაურმა უფროსი შვილი ოჯახის რამდენიმე წევრთან ერთად მიუნხენში ჩაიყვანა, აშშ-ში კი სამგზავრო თვითმფრინავით გაფრინდა.

ასევე ნახეთ:

მსგავსი სიახლეები