ღარიბაშვილის ოჯახი ბიზნესით არის დაკავებული და გააჩნია შემოსავლები - დავითაშვილი
ვიცე-პრემიერი ყოფილი პრემიერის გამართლებას ცდილობს - ლევან დავითაშვილს ირაკლი ღარიბაშვილის ოჯახის შემოსავლებთან დაკავშირებით კითხვები არ აქვს და ამტკიცებს, რომ ყოფილი პრემიერის ოჯახს ბიზნესიდან აქვს შემოსავალი.
რაც შეეხება დეკლარაციის სანდოობას, დავითაშვილი ამბობს, რომ არცერთი სახელმწიფო უწყება არ არის დეკლარაციის შემოწმებაზე პასუხისმგებელი, თუმცა საუბრობს სპეციალურ ფორმატებზე, სადაც მისი თქმით, შეიძლება თითოეული დოკუმენტის ან ინფორმაციის გადამოწმება.
მის ოჯახის წევრს გააჩნია შემოსავალები. ის კერძო ეკონომიკური საქმიანობით, ბიზნესით არის დაკავებული და შესაბამისად, თითოეულ შემოსავალს აქვს თავისი ლოგიკური წარმომავლობის წყარო. თითოეული თანამდებობის პირის დეკლარაცია მოწმდება რისკების შესაბამისად, სამოქალაქო საზოგადოების ფართო ჩართულობით, ამიტომ ვერ ვიტყვით, რომ ეს არის პროცესი, როდესაც რომელიმე სახელმწიფო უწყება არის დეკლარაციის შემოწმებაზე პასუხისმგებელი. ეს ასე არ არის, რომ დაისვას კითხვა ამ ინსტიტუტის ნდობაზე ან სანდობააზე, ასე რომ არსებობს სპეციალური ფორმატები, მათ შორის კანონმდებლობით განსაზღვრული, სადაც შეიძლება თითოეული დოკუმენტის ან ინფორმაციის გადამოწმება", - აცხადებს ლევან დავითაშვილი.
რა წერია 23 მარტს შევსებულ განახლებულ დეკლარაციაში?
- 2023 წელსაც, წინა წლების მსგავსად, ირაკლი ღარიბაშვილს მშობლებმა 150 000 ლარი აჩუქეს;
- ყოფილი პრემიერის ხელფასი გასულ წელს 45,1 ათასი ლარი იყო (14 ათასი ლარით მეტი, ვიდრე 2022 წელს).
- ღარიბაშვილი ამტკიცებს, რომ 2023 წლის 30 ოქტომბრიდან 2024 წლის 23 მარტამდე მან დანაზოგი 40-დან 50 ათას ლარამდე გაეზარდა.
მდიდრული ოჯახური წვეულება
დოკუმენტის მიხედვით, წვეულების ორგანიზება პრემიერის ოჯახს 15 000 ლარი დაუჯდა
ირკვევა ისიც, რომ ცოლისთვის საჩუქარად გადაცემულ ტყის სარგებლობისთვის ღარიბაშვილმა 6255 ლარი დახრაჯა.
ყოფილი პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის განახლებული დეკლარაციის მიხედვით, ღარიბაშვილის შვილის აშშ-ში გადაფრენა 109 000 ლარი დაჯდა.
- „ოჯახის მოგზაურობასთან დაკავშირებული საჰაერო რეისის (თბილისი-მიუნხენი-თბილისი) ხარჯი ანაზღაურებულ იქნა უშუალოდ რეისის დამკვეთის (მშობლის) მიერ ორ ეტაპად: პირველ ეტაპზე – 94 500 ლარი; მეორე ეტაპზე – 15 000 ლარი” - წერია თანამდებობის პირის ქონებრივი დეკლარაციაში.
დოკუმენტების მიხედვით, ოჯახის მოგზაურობისთვის ასევე დაიხარჯა 20000 USD.
ექსპრემიერი ამტკიცებს, რომ პენსიონერმა მამამ ირაკლი ღარიბაშვილს 2023 წელს 150 000 ლარი აჩუქა.
სკანდალური ჟურნალისტური გამოძიება შვილის აშშ-ში ჩარტერული რეისით წაიყვანასთან დაკავშირებით "შაბათის ეთერმა" ჩაატარა.
„საქართველოს ავიახაზების” ხელმძღვანელს, თამაზ გაიაშვილს „ტვ პირველთან” იმის აღიარებაც მოუწია, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა პირადი ფრენისთვის სამთავრობო თვითმფრინავი გამოიყენა.
საბოლოოდ, ფაქტებით დადასტურდა, რომ მთავრობის მაშინდელმა მეთაურმა უფროსი შვილი ოჯახის რამდენიმე წევრთან ერთად მიუნხენში ჩაიყვანა, აშშ-ში კი სამგზავრო თვითმფრინავით გაფრინდა.