"ბალანსი ვერ დაჯდებოდა" - რატომ არ შეიყვანა ღარიბაშვილმა შვილი დეკლარაციაში?
საკრებულოს ფრაქცია ენმ-ს თავმჯდომარე ირაკლი ნადირაძე აცხადებს, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა შვილი დეკლარაციაში მიზანმიმართულად არ შეიყვანა, რადგან მისი თქმით, ასეთ შემთხვევაში შემოსავლებსა და გასავლებს შორის ბალანსი ვეღარ დაჯდებოდა.
ნადირაძე ამბობს, რომ პენსიონერი მამის ნაშოვნი 150 ათასი ლარი, ღარიბაშვილის შვილისთვის ამერიკაში მსგავსი ტიპის სასწავლებლებში სწავლის გადახდას ვერ შეძლებდა.
მიზანმიმართულად არ შეიყვანა მისი შვილი დეკლარაციაში, რადგან ეს ხარჯები ჩვენს მოსახლეობას, ჩვენს მოქალაქეებს არ ენახათ. თუ შეიტანდა ამ ხარჯებს, უბრალოდ ბალანსი ვეღარ დაჯდებოდა შემოსავლებსა და გასავლებს შორის, რადგან მისი პესნიონერი მამის ნაშოვნი 150 ათასი ლარიც კი ვერ უშველიდა იმ თანხებს, რაც ჯდება ამერიკაში მსგავსი ტიპის სასწავლებლებში სწავლის გადახდა. პენიონერ მამას აღმოაჩნდა დაახლოებით 260 ათასი ლარი, რომ მისთვის ჩარტერის ფულიც გადაეხადა, 100 ათას ლარზე მეტი და ასევე 150 ათასი ლარი ეჩუქებინა, ეს იმ ქვეყანაში, სადაც პენსიონერებს საპენსიო სესხები ვერ გადაუხდიათ და თვიდან თვემდე ძლივს გააქვთ თავი. ეს არის ჩვეულებრივი შავი ფული გათეთრება", - აცხადებს ირაკლი ნადირაძე.
რა წერია 23 მარტს შევსებულ განახლებულ დეკლარაციაში?
- 2023 წელსაც, წინა წლების მსგავსად, ირაკლი ღარიბაშვილს მშობლებმა 150 000 ლარი აჩუქეს;
- ყოფილი პრემიერის ხელფასი გასულ წელს 45,1 ათასი ლარი იყო (14 ათასი ლარით მეტი, ვიდრე 2022 წელს).
- ღარიბაშვილი ამტკიცებს, რომ 2023 წლის 30 ოქტომბრიდან 2024 წლის 23 მარტამდე მან დანაზოგი 40-დან 50 ათას ლარამდე გაეზარდა.
მდიდრული ოჯახური წვეულება
დოკუმენტის მიხედვით, წვეულების ორგანიზება პრემიერის ოჯახს 15 000 ლარი დაუჯდა
ირკვევა ისიც, რომ ცოლისთვის საჩუქარად გადაცემულ ტყის სარგებლობისთვის ღარიბაშვილმა 6255 ლარი დახრაჯა.
ყოფილი პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის განახლებული დეკლარაციის მიხედვით, ღარიბაშვილის შვილის აშშ-ში გადაფრენა 109 000 ლარი დაჯდა.
- „ოჯახის მოგზაურობასთან დაკავშირებული საჰაერო რეისის (თბილისი-მიუნხენი-თბილისი) ხარჯი ანაზღაურებულ იქნა უშუალოდ რეისის დამკვეთის (მშობლის) მიერ ორ ეტაპად: პირველ ეტაპზე – 94 500 ლარი; მეორე ეტაპზე – 15 000 ლარი” - წერია თანამდებობის პირის ქონებრივი დეკლარაციაში.
დოკუმენტების მიხედვით, ოჯახის მოგზაურობისთვის ასევე დაიხარჯა 20000 USD.
ექსპრემიერი ამტკიცებს, რომ პენსიონერმა მამამ ირაკლი ღარიბაშვილს 2023 წელს 150 000 ლარი აჩუქა.
სკანდალური ჟურნალისტური გამოძიება შვილის აშშ-ში ჩარტერული რეისით წაიყვანასთან დაკავშირებით "შაბათის ეთერმა" ჩაატარა.
„საქართველოს ავიახაზების” ხელმძღვანელს, თამაზ გაიაშვილს „ტვ პირველთან” იმის აღიარებაც მოუწია, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა პირადი ფრენისთვის სამთავრობო თვითმფრინავი გამოიყენა.
საბოლოოდ, ფაქტებით დადასტურდა, რომ მთავრობის მაშინდელმა მეთაურმა უფროსი შვილი ოჯახის რამდენიმე წევრთან ერთად მიუნხენში ჩაიყვანა, აშშ-ში კი სამგზავრო თვითმფრინავით გაფრინდა.