კორუფციის რაღაცა მსგავსი სახეობა აქვს ყველა ქვეყანას, მათ შორის შეუძლებელია, რომ ჩვენც არ გვქონდეს - მდინარაძე

27.03.24 17:43
კორუფციის რაღაცა მსგავსი სახეობა აქვს ყველა ქვეყანას, მათ შორის შეუძლებელია, რომ ჩვენც არ გვქონდეს - მდინარაძე

კორუფციის რაღაცა მსგავსი სახეობა აქვს ყველა ქვეყანას, მათ შორის შეუძლებელია, რომ ჩვენც არ გვქონდეს - ასე უპასუხა  უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ირაკლი ღარიბაშვილის დეკლარაციაზე დასმულ კითხვას.

მდინარაძის თქმით, ღარიბაშვილი პრემიერობის თანამდებობიდან კორუფციისთვის არ გადაუყენებიათ. 

თუ ბიზნესი და ფული აქვს, ე.ი. მას შეეძლო ეჩუქებინა თავის შვილისთვის ფული, თუ მარტო პენსიაზე ცხოვრობს, მაშინ არ შეეძლო ეჩუქებინა. კორუფციის რაღაცა მსგავსი სახეობა აქვს ყველა ქვეყანას, მათ შორის შეუძლებელია, რომ ჩვენც არ გვქონდეს. საკრებულოს წევრები და მერები და ა.შ. ადამიანები არიან დაკავებულები და უკანონოდ კი არ ზიან, სააკაშვილის დრო კი არ არის. უსერიოზულესი პროგრესია, ათეულობით პუნქტით წინ წავიწიეთ კორუფციასთან ბრძოლაში და ეს პროგრესი როდესაც ახალმა პრემიერმა ნახა, რომ ხელის გულზე იყო, რაც ღარიბაშვილის დროს უკვე მიიღწა, ამან მიოსცა ახალ პრემიერს, ირაკლი კობახიძეს იმის საფუძველი, დაეანონსებინა, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ მსოფლიოში მოწინავეთა რიგებში. მთავარია, ჩვენ რაც შეიძლება მინიმუმადე დავიყვანოთ კორუფციის რისკები. ეს არის ჩვენი გამოწვევა. ირაკლი ღარიბაშვილი კორუფციისთვის არ გაუშვიათ", - ამბობს მდინარაძე. 

რა წერია 23 მარტს შევსებულ განახლებულ დეკლარაციაში?

  • 2023 წელსაც, წინა წლების მსგავსად, ირაკლი ღარიბაშვილს მშობლებმა 150 000 ლარი აჩუქეს;
  • ყოფილი პრემიერის ხელფასი გასულ წელს 45,1 ათასი ლარი იყო (14 ათასი ლარით მეტი, ვიდრე 2022 წელს).
  • ღარიბაშვილი ამტკიცებს, რომ 2023 წლის 30 ოქტომბრიდან 2024 წლის 23 მარტამდე მან დანაზოგი 40-დან 50 ათას ლარამდე გაეზარდა.

მდიდრული ოჯახური წვეულება

დოკუმენტის მიხედვით, წვეულების ორგანიზება პრემიერის ოჯახს 15 000 ლარი დაუჯდა

ირკვევა ისიც, რომ ცოლისთვის საჩუქარად გადაცემულ ტყის სარგებლობისთვის ღარიბაშვილმა  6255 ლარი დახრაჯა.

ყოფილი პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის განახლებული დეკლარაციის მიხედვით, ღარიბაშვილის შვილის აშშ-ში გადაფრენა 109 000 ლარი დაჯდა. 

  •  „ოჯახის მოგზაურობასთან დაკავშირებული საჰაერო რეისის (თბილისი-მიუნხენი-თბილისი) ხარჯი ანაზღაურებულ იქნა უშუალოდ რეისის დამკვეთის (მშობლის) მიერ ორ ეტაპად: პირველ ეტაპზე – 94 500 ლარი; მეორე ეტაპზე – 15 000 ლარი” - წერია  თანამდებობის პირის ქონებრივი დეკლარაციაში. 

დოკუმენტების მიხედვით, ოჯახის მოგზაურობისთვის ასევე დაიხარჯა 20000 USD.

ექსპრემიერი ამტკიცებს, რომ პენსიონერმა მამამ ირაკლი ღარიბაშვილს 2023 წელს 150 000 ლარი აჩუქა.

სკანდალური ჟურნალისტური გამოძიება შვილის აშშ-ში ჩარტერული რეისით წაიყვანასთან დაკავშირებით "შაბათის ეთერმა" ჩაატარა.

„საქართველოს ავიახაზების” ხელმძღვანელს, თამაზ გაიაშვილს „ტვ პირველთან” იმის აღიარებაც მოუწია, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა პირადი ფრენისთვის სამთავრობო თვითმფრინავი გამოიყენა.

საბოლოოდ, ფაქტებით დადასტურდა, რომ მთავრობის მაშინდელმა მეთაურმა უფროსი შვილი ოჯახის რამდენიმე წევრთან ერთად მიუნხენში ჩაიყვანა, აშშ-ში კი სამგზავრო თვითმფრინავით გაფრინდა.

ასევე ნახეთ:

ახლა მთავარი კითხვაა, როდის დაიწყებს ანტიკორუფციული ბიურო ირაკლი ღარიბაშვილის შემოსავლების შესწავლას.

მსგავსი სიახლეები