არ განვიხილავთ ყოფილი თანამშრომლის მუზეუმში დაბრუნებას - ეროვნული მუზეუმი წიქარიძეზე
ეროვნული მუზეუმი ნიკოლოზ წიქარიძის შესახებ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და გასაჩივრებას გეგმავს. მუზეუმის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ „არ განიხილავს და არც მომავალში განიხილავს ყოფილი თანამშრომლის მუზეუმში დაბრუნებას”.
საქმე ეხება თბილისის საქალაქო სასამართლოს 27 მარტის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, ეროვნული მუზეუმიდან ნიკოლოზ წიქარიძის გათავისუფლება უკანონოდ იქნა ცნობილი და მუზეუმს განაცდურის ანაზღაურება და კომპენსაციის გადახდა დააკისრა.
ნიკოლოზ წიქარიძე სასამართლოს პროფკავშირული ნიშნით დისკრიმინაციის დადგენასაც სთხოვდა, თუმცა ამ ნაწილში სასამართლომ მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. ნიკოლოზ წიქარიძე სასამართლოს გადაწყვეტილების ამ ნაწილს სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.
ეროვნული მუზეუმის განცხადებით, ნიკოლოზ წიქარიძის სარჩელი დაკმაყოფილდა განაცდურის ანაზღაურების ნაწილში, მუზეუმს მოსარჩელის მიმართ დაეკისრა განაცდურის სახით ყოველთვიურად 900 ლარის გადახდა, 2022 წლის ივლისიდან გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე. ასევე, აღდგენის შეუძლებლობის გამო კომპესაცია 2000 ლარის ოდენობით. სააპელაციო სასამართლოს მუზეუმიც მიმართავს და გადაწყვეტილების ამ ნაწილს გაასაჩივრებს.
სასამართლომ მიიჩნია, რომ რეორგანიზაციის პროცესში ნიკოლოზ წიქარიძის სამსახურიდან გათავისუფლება არ შეიცავდა დისკრიმინაციის ნიშნებს, შესაბამისად, ეროვნულ მუზეუმს არ დაეკისრა მორალური ზიანის ანაზღაურება.
ნიკოლოზ წიქარიძის სარჩელი დაკმაყოფილდა განაცდურის ანაზღაურების ნაწილში, მუზეუმს მოსარჩელის მიმართ დაეკისრა განაცდურის სახით ყოველთვიურად 900 ლარის გადახდა, 2022 წლის ივლისიდან გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე.
ასევე აღდგენის შეუძლებლობის გამო კომპესაცია 2000 ლარის ოდენობით.სსიპ - საქართველოს ეროვნული მუზეუმი მიესალმება სასამართლო გადაწყვეტილებას სამსახურში აღდგენაზე უარისა და დისკრიმინაციის არარსებობის ნაწილში, აცხადებს, რომ არ განიხილავს და არც მომავალში განიხილავს ყოფილი თანამშრომლის მუზეუმში დაბრუნებას და კანონით დადგენილ ვადაში მიიღებს გადაწყვეტილებას სასამართლო დავის გაგრძელების თაობაზე," - წერია განცხადებაში.
ეროვნული მუზეუმიდან ნიკოლოზ წიქარიძე, ე.წ. რეორგანიზაციის მიზეზით, 2022 წლის მაისში გაათავისუფლეს. ნიკოლოზ წიქარიძის შეფასებით, ეროვნული მუზეუმიდან მისი გათავისუფლება წულუკიანის სამუზეუმო პოლიტიკის კრიტიკას უკავშირდებოდა.