ნიკა გვარამია გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტს მიმართავს

28.03.24 20:59
ნიკა გვარამია გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტს მიმართავს

ნიკა გვარამია გ აეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტს მიმართავს. ამის შესახებ "ახალის" თანათავმჯდომარე სოციალურ ქსელში წერს.     

გავრამიამ ეს გადაწყვეტილება ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ მიიღო. 

ბოლო დღეებია მეკით ხე ბიან სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე ჩემს საქმესთან დაკავშირებით. ყველას ცალცალკე რომ არ ვუპასუხო, აქ დავწერ:

ჩემს (გაოგნებულ) ამერიკელ და ბრიტანელ იურისტებთან კონსულტაციის შემდეგ, მივიღე გადაწყვეტილება და ჩემი საქმით მივდივარ გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტში, რომლის მანდატი მთელ მსოფილოზე ვრცელდება და რომელსაც ნაკლებად აინტერესებს ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები. კომიტეტის გადაწყვეტილება შესა სრულებლად სავალდებულოა საქართველოსთვის და რომლის პრაქტიკაშიც მრავლადაა საქმეები, სადაც სტრასბურგის გადაწყვეტილება (მით უმეტეს, ერთი მოსამართლის გადაწყვეტილება დასაშვებობაზე) სრულიად უგულვებელყოფილია და სხვა შინაარსის დასკვნებია გაკეთებული. 

მეტი კომენტარი ამ საკითხზე ჩემგან აღარ იქნება. სხვა თუ არაფერი, სამართლებრივი ეთიკის საკითხია, რომ უფრო მეტად აღარ განვავრცო ეს საკთხი," - წერს გვარამია.

ნიკა გვარამიას სარჩელი სტრასბურგის სასამართლომ განსახილველად არ მიიღო. გვარამიამ სტრასბურგის სასამართლოს მას შემდეგ მიმართა, რაც მისი სარჩელი უზენაესმა სასამართლომ დაუშვებლად ცნო და ძალაში დატოვა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ნიკა გვარამიას პატიმრობასთან დაკავშირებით. 

მსგავსი სიახლეები