აუნთებს თუ არა მწვანე შუქს საკრებულო "ოცნების" დეპუტატის ძმის მასშტაბურ მშენებლობას - რა ეჭვები აქვს ოპოზიციას

29.03.24 13:44
აუნთებს თუ არა მწვანე შუქს საკრებულო "ოცნების" დეპუტატის ძმის მასშტაბურ მშენებლობას - რა ეჭვები აქვს ოპოზიციას

აუნთებს თუ არა თბილისის საკრებულო მწვანე შუქს "ოცნების" დეპუტატის ძმის მასშტაბურ მშენებლობას - ამ წუთებში საკრებულოში ურბანული კომისიის სხდომა მიმდინარეობს. დღევანდელ სხდომაზე მათ შორის აგლაძის ქუჩაზე დაგეგმილი მშენებლობის შესახებ უნდა იმსჯელონ. 

დადგენილია, რომ პარლამენტში "ქართული ოცნების" დეპუტატის დავით სუნღულაშვილის ძმია იოსებ სონღულაშვილი მასშტაბურ მშენებლობაზე სამშენებლო კოეფიციენტების მომატებას ითხოვს, თუმცა სანაცვლოდ, როგორც ოპოზიცია ამბობს, 9 მილიონის ნაცვლად, სამი მილიონის ანუ მინიმალური თანხის გადახდას გეგმავს.

ოპოზიციას ეს მოცემულობა უჩენს კითხვებს და აჩენს ეჭვებს შესაძლო კორუფციულ გარიგებაზე.

რამდენიმე დღის წინ შემოსული იყო მოთხოვნა კოეფიციენტის გაზრდაზე, სადაც 9.5 მილიონი ლარი უნდა გადაეხადა კომპანიას, მაგრამ შემდეგ შეიცვალა და ახლა უკვე სხვა მეთოდით ხდება იგივე მოცულობის მინიჭება ამ კომპანიისთვის, ოღონდ ახლა იხდის 5 მილიონი ლარით ნაკლებს. ბუნებრივია, ჩნდება კითხვა, რატომ და რა სამართლებრივი საფუძვლით, მაგრამ თბილისის მერიას და ქართლ ოცნებას არ გააჩნია არანაირი პასუხი ამ კითხვაზე, რაც თავის მხრივ, არის ირიბი დადასტურება იმის, რომ საქმე გვაქვს სავარაუდო კორუფციულ გარიგებასთან,“ - ამბობს საბა ბუაძე.

გამონაკლისი, რა თქმა უნდა, გაკეთდა ზვიად ჯანყარაშვილისთვის, გასაშუალოვდა მანდ კოეფიციენტი და მიეცა 4-სართულიანი შენობის ჩადგმის უფლება, თუმცა ეს 4-სართულიანი შენობა 8-სართულიანი გახდა შემდგომ და გადავიდა იმ ტერიტორიაზე, რომელიც იყო რეკრეაციისთვის განკუთვნილი. 2021 წელს თუ ჰქონდა ქონებას ეს პოზიცია, დღეს შეიცვალა ქონების მართვის სააგენტომ ეს პოზიცია და მოუხსნეს ამ 448 კვადრატს სარეკრეაციო ზონის სტატუსი, მათი მტკიცებით, რომ თუთქოს კაფე გაკეთდეს, მაგრამ შეუძლებელია იქ კაფე გაკეთდეს,“ - ამბობს ლილე ლიპარტელიანი.

ქონების კომისიის სხდომაზე გავიდა ასევე ზვიად ჯანყარაშვილის კომპანიის საკითხი, როდესაც 448 კვადრატზე რეკრეაციული ზონის სტატუსი მოუხსნეს, არადა 2020 წელს მშენებლობის ნებართვა სწორედ იმ პირობით იყო გაცემული, რომ ამ ტერიტორიაზე რეკრეაციული ზონის სტატუსი უნდა დარჩენილიყო. 

აგლაძის ქუჩაზე ვნახეთ პარლამენტარი სონღულაშვილის ძმის ინტერესები ფიქსირდება და ეს არის მთლიანი მიქსი რეალურად, როგორ შეიძლება ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამა გამოიყენოს ქართულ ოცნებასთან დაკავშირებულმა სამშენებლო სუბიექტებმა, კონკრეტულად კლანთან დაახლოებულმა ფიზიკურმა პირებმა,“ - ამბობს ნინო წულაძე.

მსგავსი სიახლეები