საკმარისი არ არის დიასპორით მაშინ ვამაყობდეთ, როცა ჩვენი ფეხბურთელები ევროპიდან ჩამოდიან - პრეზიდენტი
საკმარისი არ არის დიასპორით მაშინ ვამაყობდეთ, როცა ჩვენი ფეხბურთელები ევროპიდან ჩამოდიან - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა ორბელიანების სასახლეში საუბრისას განაცხადა, სადაც ემიგრანტების არჩევნებში ჩართულობასთან დაკავშირებით, ცესკო-ს თავმჯდომარესა და წარმომადგებლებს, ასევე საქართველოში ევროკავშირის საელჩოსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა.
საკმარისი არ არის ჩვენი დიასპორით მაშინ ვამაყობდეთ, როცა ჩვენი ფეხბურთელები ევროპული ქვეყნებიდან ჩამოდიან და ასეთ დიდი სიამოვნებას და გვანიჭებენ - საჭიროა იმ ადამიანებს, ვინც იქ წვალობს, მოღვაწეობს, ის საშუალება მივცეთ, რაც ყოველ მოქალაქეს ეკუთვნის“, - განაცხადა პრეზიდენტმა.
შეხვედრაზე საქართველოს პრეზიდენტმა საგანგებო განცხადება გააკეთა და ცესკოს და საგარეოს მიმართა.
სალომე ზურაბიშვილმა ასევე განაცხადა, რომ საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების გახსნაზე საგარეოს ელჩებთან არ უსაუბრია.
მსგავსი სიახლეები
იმას თუ გააფორმებს სასამართლო, რაც „ოცნებას“ სურს, სახელმწიფო გამოუსწორებელ ზიანს მიიღებს - ბადრი ჯაფარიძე
საზოგადოების წარმომადგენლებსა და ჩვენს შორის სრული თანხვედრაა იმაზე, რომ პარტიების გაუქმების პროცესი არის თავისუფალი სამყაროს წინააღმდეგ მიმართული - ამბობს ოპოზიციის ლიდერი
ზურაბიშვილის მიმართვა: ბოლო 30 წელია ქართველი ხალხი ქუჩაში გამოსვლებით, არჩევნებითა და გამოკითხვებით ვამბობთ, რომ გვინდა ევროპა, ევროპა და მხოლოდ ევროპა!
ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა რუმინეთში ტიმიშოარას ფორუმზე - „ევროპული ღირებულებები“ სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.