რა თქვა პრეზიდენტთან შეხვედრიდან გამოსულმა ცესკოს თავმჯდომარემ
ემიგრანტების არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა - პრეზიდენტთან შეხვედრიდან გამოსულმა ცესკოს თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ამ მხრივ საზოგადოებაში არასწორი ინფორმაცია ვრცელდება, თუმცა არ დაუკონკრეტებია, რა შეიძლება იყოს ამის მიზანი.
კალანდარიშვილმა ამის შემდეგ განმარტა ის პროცედურები, რომლის გავლაც იქნება აუცილებელი, მათ შორის ემიგრანტების მიერ, რომ მათ არჩევნებზე მონაწილეობა შეძლონ.
ჩვენ ვნახეთ ბოლო პერიოდში სხვადასხვა განცხადებები და შეფასებები, მათ შორის მანიპულაციური ამ საკითხთან მიმართებაში, რომელიც უკავშირდება ჩვენი თანამემამულეების არჩევნებში მონაწილეობას და გარკვეულწილად, არასწორი აღქმების შექმნას ამ საკითთან მიმართებაში. ჩვენი შეხვედრის მიზანიც ის იყო, რომ მიგვეწოდებინა პრეზიდენტისთვის და იქ მყოფი პირებისთვის დეტალური ინფორმაცია კომპეტენციის ფარგლებში, თუ რეალურად, როგროც სამართლებრივი ასევე ფაქტობრივი აღსრულების კუთხით, რა გამოცდილება არსებობს ამ მხრივ. ცესკოს ყველა უფლებამოსილ ორგანოსთან, რა თქმა უნდა მათ შორის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, საჭიროების შემთხვევაში შესაბამის დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან, არჩევნების ეფექტიანად აღსრულების მიზნით, მათ შორის ჩვენი თანამოქალაქეების ინფორმირების მიზნით, ყოველთვის ჰქონდა მჭიდრო კომუნიკაცია და ამ შემთხვევაშიც, ეს კომუნიკაცია გრძელდება", - განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.
შეხვედრაზე საქართველოს პრეზიდენტმა საგანგებო განცხადება გააკეთა და ცესკოს და საგარეოს მიმართა.
სალომე ზურაბიშვილმა ასევე განაცხადა, რომ საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების გახსნაზე საგარეოს ელჩებთან არ უსაუბრია.
მსგავსი სიახლეები
იმას თუ გააფორმებს სასამართლო, რაც „ოცნებას“ სურს, სახელმწიფო გამოუსწორებელ ზიანს მიიღებს - ბადრი ჯაფარიძე
საზოგადოების წარმომადგენლებსა და ჩვენს შორის სრული თანხვედრაა იმაზე, რომ პარტიების გაუქმების პროცესი არის თავისუფალი სამყაროს წინააღმდეგ მიმართული - ამბობს ოპოზიციის ლიდერი
ზურაბიშვილის მიმართვა: ბოლო 30 წელია ქართველი ხალხი ქუჩაში გამოსვლებით, არჩევნებითა და გამოკითხვებით ვამბობთ, რომ გვინდა ევროპა, ევროპა და მხოლოდ ევროპა!
ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა რუმინეთში ტიმიშოარას ფორუმზე - „ევროპული ღირებულებები“ სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.