თადუმაძის განცხადებაში ჩანს ტონი, რომ "ოცნებას" საყვედურობს - წიქარიშვილი

30.03.24 13:10
თადუმაძის განცხადებაში ჩანს ტონი, რომ "ოცნებას" საყვედურობს - წიქარიშვილი

განცხადებაში ჩანს ტონი, რომ "ოცნებას" საყვედურობს - ასე ეხმაურება იურისტი კახა წიქარიშვილი მეამბოხე  მოსამართლეების აჯანყებას და იმ სკანდალური ჩანაწერებს, რომელიც "ნეტგაზეთმა" გაავრცელა.

წიქარიშვილის თქმით, თადუმაძე ცდილობს, ლავირება მოახდინოს "ოცნებასა" და კლანის პოზიციებს შორის.

ცხადია, რომ შალვა თადუმაძე თავად გახდა კლანის შემადგენელი ნაწილი. იგი ის ადამიანია, რომელიც ერთი პერიოდი, თითქოს, ამხელდა სისტემას. ამ განცხადებაში ჩანს ტონი, რომ "ოცნებას" საყვედურობს, რომ რაღაც ვერ გათვალა და ვერ გააკეთა, რომ ევროკავშირის მხრიდან ვეტინგის მოთხოვნა იყო მოსალოდნელი. ის ცდილობს, ლავირება მოახდინოს "ოცნებასა" და კლანის პოზიციებს შორის, მაგრამ რეალურად, ეს პოზიციები ერთი და იგივეა", - ამბობს წიქარიშვილი.

სასამართლო სისტემასა და "ქართული ოცნების" ხელისუფლებას შორის ახალმა სკანდალმა იფეთქა - ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი და უზენაესი სასამართლოს მოქმედი მოსამართლე დარწმუნებულია, რომ სასამართლო კლანის ბოსები საგარეო საქმეთა სამინისტროს უმოქმედობის გამო დაასანქცირეს. 

შალვა თადუმაძის მიერ გაკეთებული სკანდალური განცხადებების ჩანაწერი "ნეტგაზეთმა" გაავრცელა. შალვა თადუმაძე პირდაპირ ახსენებს ფრაზებს საქართველოს ხელისუფლებაში არსებული კორუმპირებული პირების შესახებ და სხვა მოსამართლეებს ეკითხება, თუ რატომ არ დაასანქცირეს ისინი.

"ნეტგაზეთმა" კიდევ ერთი აუდიო ჩანაწერი გაასაჯაროვა, სადაც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო ქადაგიძე ამბობს, რომ თუ ვინმე მის შემოწმებას გადაწყვეტს, მზად არის მოსამართლის მანტია გაიხადოს.

შალვა თადუმაძემ  სკანდალური ჩანაწერების გასაჯაროების შემდეგ პირველი კომენტარი "პირველებთან" გააკეთა.

მსგავსი სიახლეები