ღარიბაშვილის დაუსაბუთებელი ქონება - "ლელო" გამოძიების დაწყებას ითხოვს
ირაკლი ღარიბაშვილიის აღიარების შემდეგ ოპოზიცია გამოძიების დაწყებას მოითხოვს. პარტია "ლელო" ერთ-ერთია, რომელიც საგამოძიებო უწყებებს მოუწოდებს, შეასრულოოს თავისი ფუნქცია და დააადგინოს, რა გზით დააგროვა მრავალმილიონიანი ქონება ყოფილი პრემიერ მინისტრის ოჯახმა.
ამასთან, გრიგოლ გეგელია ამბობს, რომ ღარიბაშვილი ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული პოლიტიკოსია, რომელმაც კორუფციით გამდიდრებული კლანი შექმნა.
ნებისმიერ სახელმწიფოში ასეთი დაუსაბუთებელი ქონება, დაუსაბუთებელ დროში, იქნებოდა გამოძიების საგანი და ასეთი ფრაზაც გახდებოდა გამოძიების საგანი. მაგრამ საქართველოში გამოძიების გარეშეც ქართველმა ხალხმა ძალიან კარგად იცის, რომ ღარიბაშვილი არის ამ ქვეყნის ისტორიაშიც კი ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული პოლიტიკოსი, რომელმაც გაამდიდრა არა მხოლოდ საკუთარი მამა და რომელმაც არა მარტო საკუთარ ცოლს გადაუფორმა ტყეები, არამედ მთელი კლანი შექმნა კორუმპირებულად გამდიდრებული პირებისა, - ამბობს გრიგოლ გეგელია.
ყოფილი პრემიერი აღიარებს, რომ მისი პენსიონერი მამა, სინამდვილეში, მილიონიანი კომპანიის მფლობელია. ირაკლი ღარიბაშვილის მტკიცებით, ტარიელ ღარიბაშვილმა აღნიშნული ქონება და ბიზნესი ლეგალური გზებით მოიპოვა და პირობას დებს, რომ შესაბამის დოკუმენეტაციას წარადგენს.